ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2310 - ტენდერი ანგიოლოგიური სახარჯი მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ანგიოლოგიური სახარჯი მასალების შესყიდვის თაობაზე.

  • შესასყიდი საქონლის მახასიათებლები მოცემულია დანართში №1;
  • თანდართულ ფაილში მითითებული რაოდენობის შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, 1 წლის განმავლობაში;
  • აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;
  • მოწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას #27ბ, შპს „ავერსის კლინიკა“;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • მისაწოდებელი საქონლის ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, აშშ დოლარში, გადახდა იწარმოებს აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც; ფასი წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე თანდართულ ექსელის ფაილში - დანართი #1 (წინადადების მოწოდებისას თანმიმდევრობის შენარჩუნებისათვის ცხრილში არ ამოშალოთ ის პოზიციები, რომლებზეც ფასი არ გაქვთ, დატოვეთ გრაფა თავისუფალი);
  • თქვენი შეთავაზება შესაძლებელია წარმოადგინოთ ერთ ერთ ან რამოდენიმე პოზიციაზე;
  • პროდუქციის შენახვის ვადა მიუთითეთ გრაფაში – პროდუქციის ვადა (არანაკლებ 1 წელი, ვადა აითვლება შემსყიდველისთვის შესასყიდი საქონლის მოწოდებიდან)
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა;

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ღირებულება
  • ანგარიშსწორების პირობა (პრიორიტეტულია მასალის გახარჯვის შემდგომი ანგარიშსწორება);
  • გახარჯვის თაობაზე ინფორმაცია მოწოდებული იქნება „ავერსის კლინიკა“-ს ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახურიდან;
  • პროდუქციის შენახვის ვადა
  • მოწოდების ვადა

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით (ტენდერის ნომერი : 51046) 2017 წლის 17 მარტს, 15:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • საბანკო რეკვიზიტები; 
  • სრულყოფილად შევსებული მახასიათებლების შემცველი ფორმა (დანართის #1 სახით). შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ; 
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"; 

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა და აფიდავიტისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი. 

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს[1].
შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
ნატო წილოსანი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახური
ტელ: 599 51 02 02
ელ.ფოსტა: nato.tsilosani@aversi.ge 

მარიამ გამხიტაშვილი
„ავერსის კლინიკა“–ს იურისტი
ტელ: 558 10 13 30
ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge; 

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები