ჩაბარების ვადა:

31 მარტი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2311 - ტენდერი სასკოლო აღჭურვილობაზე

ტენდერის აღწერილობა: 

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2017 წლის აგვისტოში ხსნის ახალ აშენებულ სასკოლო კამპუსს თბილისში (ადგილმდებარეობა ბაგები). 

იმ ორგანიზაციებს, რომელთაც ინტერესი აქვთ გააკეთონ შემოთავაზება სკოლის მოწყობა/აღჭურვაზე (ავეჯი, სასკოლო ინვენტარი და ა.შ.), ვთხოვთ მოგვმართოთ და ამის შემდეგ მიიღებენ ჩვენგან ელ. ფოსტის საშუალებით სატენდერო მასალას:

  • ცხრილს Excel -ის ფორმატში აღჭურვილობის (ავეჯი, სასკოლო ინვენტარი და ა.შ.) ჩამონათვალით და პარამეტრებით
  • სკოლისა და საბავშვო ბაღის გეგმებს სადაც მითითებულია თუ სად უნდა განთავსდეს ეს აღჭურვილობა (თითოეული მათგანი)

საკონტაქტო პირი: გიორგი ხუბულური, verwaltung@deutscheschule.ge 

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება შემდეგ მითითებებს:

  • ცხრილში/ჩამონათვალში მითითებული ლინკები არიან მაგალითები და ემსახურება თქვენს უკეთ ორიენტაციას. თქვენ თავისუფალი ხართ პროდუქტის მწარმოებლის შერჩევაში, დიზაინისგან მცირედი ცვლილებები შესაძლებელია.
  • თუ თქვენ რომელიმე პოზიციაზე არ შეგიძლიათ შემოთავაზების გაკეთება, ასეთ შემთხვევაში ამ გრაფას თავისუფალს დატოვებთ.
  • სასურველია, რომ (სადაც ეს შესაძლებელია ან თქვენ ჩათვლით საჭიროდ) შემოგვთავაზოთ სხვადასხვა ფასის პროდუქტი (სხვადასხვა ხარისხი, სხვადასხვა მწარმოებელი ან ქვეყანა და ა.შ.).

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ, მაგრამ გთხოვთ, შეაგროვოთ თქვენი კითხვები და ისე გამოგვიგზავნოთ და არა ცალკ-ცალკ თითოეული კითხვა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება დახურულ კონვერტში 2017 წლის 31 მარტამდე (18:00 საათი) შემდეგ მისამართზე: 

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
ლვოვის ქ. 56
0160 თბილისი
მითითებით: „კონფიდენციალური სატენდერო შემოთავაზება - გთხოვთ, არ გახსნათ“

დახურული კონვერტი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ / პრეზენტაცია
  • რეკომენდაციები
  • შევსებული ხარჯთაღრიცხვა (ამობეჭდილი და ხელმოწერილი)
  • შევსებული ხარჯთაღრიცხვა (ელ. ვერსია Excel ფორმატში ჩაწერილი CD -ზე)
  • არსებობის შემთხვევაში პროდუქციის კატალოგი

გთხოვთ, არ გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება კონფიდენციალურობის გამო ელ. ფოსტის საშუალებით 

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები