
23 ივლისი 2024, 23:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T23116 - ტენდერი მცირე სატვირთო და ბენზომზიდი ავტომობილების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შავი ზღვის ტერმინალი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 12 ივლისი 2024 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 ივლისი 2024 დრო 23:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,შავი ზღვის ტერმინალი“ აცხადებს ტენდერს მცირე სატვირთო და ბენზომზიდი ავტომობილების შესყიდვაზე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული ინვოისი:
- კომპანიის ან/და ფიზიკური პირის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
- პროდუქტის დეტალური დასახელება და მოწოდების ვადები;
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება (DAP ხობი,სოფ,ყულევი);
- გადახდის პირობა: ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით
დამატებითი დოკუმენტაცია:
- პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატი და ტექნიკური მონაცემები;
- შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს ტენდერში მონაწილე კომპანიის დავალიანება.
- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
დამატებითი მონაცემბი იხილეთ დანართში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 23 ივლისი, 23:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
მაია დონდოლაძე
შესყიდვების სამსახურის უფროსი
577 29 88 02
# | დასახელება | ანალოგი | განზომ. ერთეული | რაოდენობა |
---|---|---|---|---|
{{ price.name }} |
|
|||
მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე
მონაწილეს შეუძლია შეთავაზება გააკეთოს სასურველ პოზიციებზე
|
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით ძირითადი ტექნიკური პარამეტრები განსაზღვრული არის ზუსტი და კონკრეტული ციფრებით და არ არის მოცემული დიაპაზონებით. მაგ: ძრავის სიმძლავრე, გადაცემათა კოლოფის სიჩქარეების რაოდენობა, მაქსიმალური დასაშვები მასა და ა.შ. გთოვთ დაგვიზუსტოთ მცირე სვაობებით თუ არის დასაშვები ტექნიკის შემოთავაზება.
მცირე სხვაობები დასაშვებია
ფასების ცხრილში მითითებულია, რომ "მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე", ხოლო ერთ-ერთ კითხვაზე თქვენგან პასუხად გაცემული არის შემდეგი - "თქვენ შეგიძლიათ კომერციული შემოთავაზება გააფორმოთ სატვირთოებზე ცალკე და ბენზომზიდზე ცალკე". გთხოვთ დაგვიზუსტოთ ტენდერში ფასის დაფიქსირებისას მხოლოდ ერთ-ერთი ტექნიკის შემოთავაზების შემთხვევაში პროგრამულად ხომ არ იქნება შეზღუდული ფასის დაფიქსირება?
გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ცხელ ხაზზე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით
გამარჯობა, ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტად მითითებული არის 3 პოზიცია: 1 - მინი სატვირთო ღია ბორტით 2 კაბინიანი; 2 - მინი სატვირთო დახურული ბორტით ერთკაბინიანი; 3 - ბენზომზიდი მანქანა. ხოლო ტექნიკურ დოკუმენტაციაში ატვირთული არის მხოლო 2 ტექნიკაზე მოთხოვნა: 1 - 4 ცალი ( მინისატვირთო); 2 - 1 ცალი - ბენზინმზიდი. გთხოვთ დაგვიზუსტოთ მესამე ტექნიკის (მინი სატვირთო დახურული ბორტით ერთკაბინიანი) ტექნიკური პარამეტერების ატვირთვა არის გამორჩენილი?
მოგესალმებით, დიახ სმაწუხაროდ გამორჩენილია კონკრეტულად რომელიმე პარამეტრი გაინტერესებთ?
გამარჯობა, ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტად მითითებული არის 3 პოზიცია: 1 - მინი სატვირთო ღია ბორტით 2 კაბინიანი; 2 - მინი სატვირთო დახურული ბორტით ერთკაბინიანი; 3 - ბენზომზიდი მანქანა. ხოლო ტექნიკურ დოკუმენტაციაში ატვირთული არის მხოლო 2 ტექნიკაცე მოთხოვნა: 1 - 4 ცალი ( მინისატვირთო); 2 - 1 ცალი - ბენზინმზიდი. გთხოვთ დაგვიზუსტოთ მესამე ტექნიკის (მინი სატვირთო დახურული ბორტით ერთკაბინიანი) ტექნიკური პარამეტერების ატვირთვა არის გამორჩენილი?
ტენდერი 18 რიცხვშია თუ 19ში?
ვადა 22 ივლისამდეა
მონაცემებში არის 2 ტიპის მანქანა, ფასთა ცხრილში არის მესამე მანქნაც. რომლით ვიხელმზღვანელოთ?
2024 წლიანი euro 2 ემისის ვერ იქნება (ძრავის მოდელი: დიზელი, ევრო 2 ). შეცდომა ხომ არ არის განაცხადში?
დიახ მართალი ბრძანდებით, თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება სასურველია ან ევრო 3 ან 5
ავტომობილების ორივე კატეგორია ერთ ტენდერში იქნება თუ გაყოფა შეიძლება?
თქვენ შეგიძლიათ კომერციული შემოთავაზება გააფორმოთ სატვირთოებზე ცალკე და ბენზომზიდზე ცალკე
გამარჯობა, ავტომობილი მინიმუმ რომელ წლიანი უნდა იყოს? სატვირთო თუ თვითმცლელი? რამდენი კარიანი უნდა იყოს? 4 დასაჯდომის შემთხვევაში 4 კარიანი უნდა იყოს.
1) მანქანების გამოშვება 2024 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს 2) ყველა სატვირთო ტიპის 3) ოთხი ერთეული სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მინი სატვირთო. 4) ოთხდსაჯდომიანის შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ ორი კაბინა (4 კარი).