ჩაბარების ვადა:

26 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23124 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „პსპ დაზღვევა“ აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე.

ტენედრში მონაწილეობა და შეთავაზების გაკეთება შეუძლიათ კომპანიებს, რომელთაც უკვე აქვთ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა რომელიმე სადაზღვეო კომპანიისთვის (პროგრამულ უზრუნველყოფაში იგულისხმება დაზღვევის ქორ სისტემა შესაბამისი მოდულებითა და ინტეგრაციებით), ან აქვთ გამოცდილება მსგავსი ტიპის და მასშტაბის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის და დანერგვის.   

არსებული პროგრამული უზრუნველყოფის წარდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადება (პრეზენტაცია) პროგრამის შესახებ (ფორმატი თავისუფალი). 

ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტაცია მსგავსი ტიპის, მასშტაბისა და სირთულის პროექტების გამოცდილების შესახებ. (შესაბამისი მაგალითები და ორგანიზაციების სია სადაც მოახდინა პროგრამის შექმნა დანერგვა).

ორივე შემთხვევაში საჭირო იქნება პსპ დაზღვევის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ მინიმალური ფუნქციონალური და ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინება.  ასევე კომპანიის ბიზნეს პროცესებისა და ყველა იმ საჭირო მოთხოვნების გათვალისწინება რაც აღწერილია წინამდებარე დოკუმენტში.

შემუშავებული დოკუმენტების სრულყოფილი ვერსია მიეწოდებათ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს.  

შეთავაზების ვალუტა: ლარი

დოკუმენტები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ ფუნქციონალური და ტექნიკური მოთხოვნები
  • ბიზნეს პროიცესების აღწერა BPMN-ში (Bizagi ფაილი)

გთხოვთ, სატენდერო წინადადება წარმოადგინოთ არაუგვიანეს 26.07.2024 18:00 სთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე i.guruli@ipsp.ge

შერჩევის პროცესი:

გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი სატენდერო წინადადების განხილვის და შეფასების შესაბამისად. 

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები