
31 ივლისი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23239 - ტენდერი ელექტროობის მოკვლევა, აუდიტის, სრული ელ.მომარაგებისა და არქიტექტურული ნახაზის მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ელექტროობის მოკვლევა, აუდიტის, სრული ელ.მომარაგებისა და არქიტექტურული ნახაზის მომზადებაზე სამ ლოტად ფასების ცხრილის (დანართი #1) და განცხადების ბოლოს წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის შესაბამისად.
- პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტშიც;
- ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი;
შენიშვნა: მომსახურება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
6. ზოგადი პირობები:
- პ6რეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ სატენდერო მოთხოვნებს:
პირველი ლოტი:
ჭავჭავაძის №74-ში მდებარე ლიბერთი ბანკის სათავო ოფისის შენობის ელექტროსისტემების მოკვლევა, შესწავლა და აუდიტი; უნდა მოხდეს შემდეგი კვანძების მოკვლევა, შესწავლა და აუდიტი:
- მაღალი ძაბვის კვანძები, მათი შეერთების სქემა
- დაბალი ძაბვის კვანძები, შეერთების სქემა
- სასერვეროს და უწყვეტი კვების წყაროს ელ. მომარაგება, შეერთების სქემა
- ტრანსფორმატორისა და გენერატორის კვანძები, შეერთების სქემა
- ძირითადი გამანაწილებელი ფარები და მათი ელემენტები
- სართულის გამანაწილებელი ფარები და მათი ელემენტები
- კაბელების კვეთების, ტიპების დადგენა და მათი მუშა რესურსის განსაზღვრა
- უნდა გაიზომოს დატვირთვები ძირითად ავტომატებზე
- უნდა დადგინდეს ავტომატური ამომრთველების ნომინალები
- მოკვლეულ უნდა იქნას გამანაწილებელი ფარებისა და ქვე-ფარების დატვირთვები და ჯგუფები
აუდიტის შედეგად უნდა დადგინდეს შეუსაბამობები და გაიცეს რეკომენდაციები მოგვარებისთვის საჭირო პროექტის შესაქმნელად
მოკვლევა, შესწავლა და აუდიტი უნდა ჩატარდეს ჯამში 19 სართულზე (-3 სართულიდან მე-16 სართულის ჩათვლით); ჯამური ფართი: 17065 კვ.მ; სასარგებლო ფართი: 14485 კვ.მ;
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შესრულების ვადები;
მეორე ლოტი:
ჭავჭავაძის №74-ში მდებარე ლიბერთი ბანკის სათავო ოფისის შენობის სრული არქიტექტურული ნახაზი; ნახაზზე დატანილი უნდა იქნას მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია:
- შიდა აზომვები; სიგრძე, სიგანე და კვადრატულობა
- აივნები, ფანჯრები, კარებები, ღიობები
- ნაჩვენები უნდა იქნას ყველანაირი სივრცე - ტექნიკური ოთახები, შახტები, ლიფტის უჯრედები, სველი წერტილები, მაღალი და დაბალი ძაბვის უჯრედები და ა.შ.
- სართულებს შორის სიმაღლეები (იატაკიდან ამსტრონგის/თაბაშირ-მუყაოს ჭერამდე და ამსტრონგიდან/თაბაშირ-მუყაოდან ზემოთ სივრცის სიმაღლე)
- შენობის გვერდებში არსებული ოვალები მის შიგნით არსებული სივრცეები
- რიგელები, პილონები/კოლონები/სვეტები
- ტიხრები (გამოკვეთილი უნდა იყოს ალუმინის ვიტრაჟია თუ კედელი/თაბაშირ-მუყაო)
- ყველა სივრცე უნდა იყოს მარკირებული (საოფისე სივრცეა, სველი წერტილი, შახტა თუ სხვა)
- გამოსახული უნდა იყოს 3D ვიზუალიზაციითაც
უნდა შეიქმნას თითოეული სართულის არქიტექტურული ნახაზი (ჯამში 19 სართული -3 სართულიდან მე-16 სართულის ჩათვლით); ჯამური ფართი: 17065 კვ.მ; სასარგებლო ფართი: 14485 კვ.მ.
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შესრულების ვადები;
მესამე ლოტი:
ჭავჭავაძის №74-ში მდებარე ლიბერთი ბანკის სათავო ოფისის შენობის ელექტრომომარაგების დეტალური პროექტის/ნახაზის შემუშავება, მასალების რაოდენობისა და ტექნიკური სპეციფიკაციების მითითებით:
- დაგეგმარებული ელ. ქსელების კატეგორია, ტიპი და ელ. გაყვანილობის მონტაჟის წესი
- განათების შიდა ქსელის ნახაზი
- ავარიული განათების შიდა ქსელის ნახაზი
- ძალოვანი შიდა ქსელის ნახაზები
- სადისტრიბუციო და სერვისული ელექტრო ფარების სქემები
- ძალოვანი შიდა ქსელების კრიტიკული ნაწილების უწყვეტი კვებით უზრუნველყოფის სისტემების სქემები (უწყვეტი კვების ბლოკები, აკუმულატორები და ა. შ.)
- შენობა-ნაგებობების მთავარი და სერვისული ელ. ფარების და უწყვეტი კვების წყაროების შეერთების ბლოკ-სქემა
- შენობა-ნაგებობების ლითონის ნაწილების დამიწების კონტურის ნახაზები
- ობიექტის შიდა-სამოედნო ელ. ქსელების გეგმები, საკაბელო ტრანშეების ჭრილები, საკაბელო ჟურნალი
- სარეზერვო კვების გენერატორის სამონტაჟო ნახაზები
- დამიწების მეორადი კონტურის ნახაზები
- ობიექტის მთავარი ფარების სქემა
- ობიექტის ელ. მომარაგების საერთო ბლოკ-სქემა (მთავარი მკვებავი ხაზის, ობიექტის მთავარი ელ. ფარის, ტრანსფორმატორების, გენერატორის, შიდასამოედნო ელ. ქსელების, და შენობა-ნაგებობების სადისტრიბუციო ფარების შეერთების სქემა)
უნდა გაკეთდეს როგორც ელექტრომომარაგების ცენტრალური სქემა/ნახაზი, ისე დეტალური სართულებრივი ელექტრომომარაგების სქემა/ნახაზი
უნდა შეიქმნას თითოეული სართულის დეტალიზებული ელ. სქემა (ჯამში 19 სართული -3 სართულიდან მე-16 სართულის ჩათვლით); ჯამური ფართი: 17065 კვ.მ; სასარგებლო ფართი: 14485 კვ.მ
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შესრულების ვადები.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ივლისი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები