
6 აგვისტო 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT23272 - ტენდერი წყლის მილის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან ბაზალტი “ აცხადებს ტენდერს წყლის მილის მოწყობასთან დაკავშირებით, #29/07-Basalt/S/Pipe-24.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასყიდი მასალების განფასება;
- სამონტაჟო სამუშაოების აღწერა და განფასება;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- სამუშაოების შესრულების ვადა
მისამართი:
თეთრიწყაროს რ-ნი, სოფ. დურნუკი (ქ. მარნეულიდან 8 კმ)
ტექნიკური ინფორმაცია:
არსებულ წყლის მილებზე უნდა დაერთდეს ახალი მილები ამისათვის საორიენტაციოდ საჭირო მასალების ჩამონათვალი:
- მილი 160 მმ PN20 – 500 მ. (პლასტმასის)
- ელ.ფუჟერული მუხლი დ160 – 6 ცალი
- ადაპტორი დ160 – 2 ცალი
- მილტუჩი 159 მმ - 4 ცალი
აუცილებელია მილის მოწყობის ადგილის ვიზუალური დათვალიერება.
სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. გთხოვთ მიუთითოთ მასალების მობილიზაციის ვადაც.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი)
აუცილებელი პირობები:
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #2/ კონსტანტინე გამსახურდიას#34.
კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება -შპს „ჯორჯიან ბაზალტი “ აცხადებს ტენდერს წყლის მილის მოწყობასთან დაკავშირებით და ნომერი - #29/07-Basalt/S/Pipe-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ავთანდილ მანჯავიძე 595 71 12 72
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 6 აგვისტო, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი
შენიშვნა: სატენდერო წინადადება აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს მონტაჟით.
მასალის სპეციფიკაციებთან და სხვა ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ :
გიორგი გიორგაძე
ტელ: 599 20 37 77
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები