
2 აგვისტო 2024, 17:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T23285 - ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 30 ივლისი 2024 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 აგვისტო 2024 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს ტენდერს ავეჯის შესყიდვაზე.
შესასყიდი საქონლის ტექნიკური დახასიათება მოცემულია თანდართული ნახაზების სახით.
გამოყენების არეალი: სასწავლო დაწესებულება
ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადებაში შესყიდვის ობიექტის და მომსახურების ღირებულება გამოსახული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში;
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქალაქი თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 22ა;
- საქონლის მოწოდებისა და ადგილზე მონტაჟის ბოლო ვადა, 2024 წლის 31 აგვისტო;
პრედენტენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ფასების შევსებული ცხრილი (გთხოვთ, თანდართულ ექსელის ფაილში შეავსოთ მხოლოდ ყვითლად შეფერილი უჯრები, E სვეტი).
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ, (წარმოდგენილი ფორმის შევსება).
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან
- სატენდერო წინადადების ბოლო ვადა: 2024 წლის 2 (ორი) აგვისტო, 17:00 საათი
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 2 აგვისტო, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო პირები:
შესყიდვების მენეჯერი
ნინო ლილუაშვილი
ელ.ფოსტა n.liluashvili@gipa.ge
ტელ 579 444 147
ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
მამუკა დიდმანიძე
ელ.ფოსტა: m.didmanidze@gipa.ge
ტელ 595 17 55 00
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი
ფასების ფაილის გარდა კიდევ არის რამე ასატვირთი?
მეილზე გამოვაგზავნე და არ იღებთ და ვერ გავიგე სხვანაირად როგორ გამოვაგზავნო
სად გამოვაგზავნო?
საჯარო რეესტრიდან ამონაწერი სად უნდა ავტვირთო? რომელ ჩანართში?
გამარჯობა გამოაგზავნეთ საბუთი,ჩსნართში არ უნდა
კარგით
გამარჯობა ავეჯის ფერი შეგიძლიათ დამიზუსტოთ, ყველა ერთ ფერში? და რა ფერში?
გამარჯობა, ფერები ჯერ არ ვიცით დაზუსტებით,თანამშრომლობის პერიოდში გვეცოდინება ზუსტად