
22 აგვისტო 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23391 - ტენდერი ჩილერის შესყიდვასა და მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი მოდულური ინვენტორული გათბობა გაგრილების ფუნქციით 200 კვტ ფარგლებში სიმძლავრის ჩილერის შესყიდვაზე და მის შემდგომ მონტაჟზე.
აუცილებელი მოთხოვნაა არსებულ ტუმბოების და ფანკოლიების სისტემაზე მორგება, პროექტირება, ძველი ჩილერის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი. საჭიროა ჩილერების მილსადენის მოწყობა შემდგომში დამატებითი მოდულის მოსაწყობად.
წინადადება უნდა მოიცავდეს ფასებს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების ვადებს, საგარანტიო და გადახდის პირობებს და შემოთავაზებული პტროდუქციის ბრენდს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება, საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2024 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
ტენდერის ნომერი: 2024/24
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.
ს.ს. ,,სილქნეტი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
ს.ს. ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახური: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ზეზვა მათიაშვილი
ტელეფონი: +995 595 338802
E-mail: tenders@silknet.com zmatiashvili@silknet.com;
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის 7
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები