
20 აგვისტო 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT23482 - ტენდერი ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე N16-ში მდებარე ოფიცერთა სასახლის სარესტავრაციო კვლევითი დოკუმენტის მომზადებაზე
- გამომცხადებელი: შემოქმედებითი ცენტრი ერისიონი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 აგვისტო 2024 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „შემოქმედებითი ცენტრი ერისიონი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე N16-ში მდებარე ოფიცერთა სასახლის სარესტავრაციო კვლევითი დოკუმენტის მომზადებაზე, #12/08-Erisioni-RestDoc-24.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N16
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ანაზომებისა (რომელიც დასაზუსტებელია შემსრულებლის მხრიდან) და სამუშაოთა ჩამონათვალის ფაილები, ასევე მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ფოტომასალა - https://we.tl/t-q800NKI4WL (დანართი N1, დანართი N2, დანართი N3),რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალექსნადრე ყაზბეგის გამზირი N2. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „შოთა რუსთაველის გამზირზე N16-ში მდებარე ოფიცერთა სასახლის სარესტავრაციო კვლევითი დოკუმენტის მომზადება“ და ნომერი - #12/08 -Erisioni-RestDoc-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ავთანდილ მანჯავიძე ტელ: 595 71 12 72
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 20 აგვისტო, 17:00 სთ; შეთავაზების ვალუტა: ლარი (დღგ-ს ჩათვლით)
ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ:
გიორგი ძიძიკაშვილი
ტელ: 555 19 21 25
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოცხადებული ტენდერი: " https://tenders.ge/tenders/23482/erisioni-geo.html" -ს 7-ე პუნქტის თანახმად ირკვევა რომ შესასრულებელი სამუშაო: "კონსტრუქციული კვლევა და დასკვნა" ჩვენს მიერ ჩატარებული წინარე კვლევის საფუძველზე ნიშნავს შემდეგ შესასრულებელ დოკუმენტაციას: "არსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება (კონსტრუქციული მდგრადობის დასკვნა)". განმარტება: გამოცხადებული-მიმდინარე ტენდერის შემდგომი პროექტირების ეტაპების გათვალისწინებით ამ ტენდერით შესრულებული აზომვითი პროქტისა და ამ დასკვნის ( "არსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება (კონსტრუქციული მდგრადობის დასკვნა)".) საფუძველზე და დამკვეთის დავალების საფუძველზე შედგება რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის დასრულების შემდგომ მოხდება კონსტრუქციული ნაწილის მომზადება, მხოლოდ ამ საპროექტო ეტაპების დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება რათა მომზადდეს საექსპერტო დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვინაიდან და რადგანაც მიმდინარე ტენდერის საფუძველი არის არსებული შენობა-ნაგებობის აზომვითი სამუშაოების წარმოდგინილი 7 პუნქციანი გეგმის საფუძველი წინასწარ რეკონსტრუქციის პროექტის გარეშე შესაბამისი კონსტრუქციული დასკვნა ვერ შედგება. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ამ მოგვწეროთ წერილობითვე თქვენი კომენტარი მოწოდებულ განცხადებაზე.