26 აგვისტო 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23497 - ტენდერი ქუთაისის სერვისცენტრისთვის გათბობა-გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ბანკი ქართუ
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 26 აგვისტო 2024 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, ქუთაისის სერვისცენტრისთვის გათბობა-გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების შესყიდვაზე.
შენობა-ნაგებობის საერთო სართულიანობა: 6
შენობა-ნაგებობის საერთო სარემონტო ფართობი: I, II სართულები, ფართობი 402 მ².
მის.: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის #41.
ს/კ: 03.04.24.044.08.502
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1-ში, ფასების ცხრილი (მითითებული მოცულობები შესაძლოა შეიცვალოს, როგორც ზრდის ასევე კლების მიმართულებით);
დეტალური ინფორმაცია და სფეციფიკაციები მოცემულია დანართი #2-ში.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნებისა და ელექტრონული სახით, ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
შემოთავაზების წარმოდგენის წესი და ვადები:
წინადადების წარმოდგენის საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 26 აგვისტოს, 18:00 საათი.სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში (ორიგინალი დოკუმენტაცია, წინადადების ელექტრონული ვერსიასთან ერთად, CD დისკზე ან USB მეხსიერების ბარათზე).
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია;
 - ტენდერის დასახელება: სს „ქართუ ბანკი“ - ქუთაისის სერვისცენტრისთვის გათბობა-გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების შესყიდვა.
 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.
საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
 - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
 - არანაკლებ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი;
 - ფინანსური ბრუნვის ამონაწერი, არანაკლებ 2 წლის პერიოდზე;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
 - ინფორმაცია მსგავსი ობიექტების პროექტების რეალიზაციის შესახებ.
 - სრულად შევსებული Excel-ის ფაილი - დანართი #1;
 - პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაპრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
 - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
 - სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
 - შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მითითებულ მოცულობებს და ტექნიკურ მოთხოვნებს;
 - წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს იტმ-სა და სმნ-ის მოთხოვნების შესაბამისად.
 
დამატებითი მოთხოვნები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
 - პრეტენდენტებმა დანართი #1-ის შესაბამის ველში უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი, მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
 - ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს დანართი #1-ში მითითებული მასალების შესაბამისი ნიმუშები.
 - ტენდერში მონაწილე კომპანიებს ტენდერის დასრულებიდან (მოთხოვნის შემთხვევაში), 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინონ გატანა მიწოდების მისამართიდან.
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში შეუძლია მოითხოვოს წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინოს გატანა მიწოდების მისამართიდან.
 - ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
 - ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში - კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
 
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე:
საორგანიზაციო საკითხებზე:
ირაკლი შენგელაია
მობილური ნომერი: (+995) 595 331 604, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (464);
ელ. ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტექნიკურ საკითხებზე:
ირაკლი გვაძაბია 
მობილური ნომერი: (+995) 599 963 280, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (165); 
ელ. ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
 - 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
 - 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები