18 სექტემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23816 - ფასთა გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით სატრანსპორტო გადაზიდვებზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს არ ემ ჯი აურამაინი აცხადებს ფასთა გამოკითხვას საქართველოს მასშტაბით სატრანსპორტო გადაზიდვებზე.
- მომსახურების საგანი - საქართველოს მასშტაბით სატრანსპორტო გადაზიდვები
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 18.09.2024, 18:00 საათი 2024 წ
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ მომსახურების შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული, ინგლისური ან რუსული;
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება, გარდა ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი დოკუმენტებისა, უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- სამუშაოების დეტალური განფასება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- მომსახურების განხორციელების ვადები;
- ინფორმაცია ანალოგიურ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის
- მისამართი, საბანკო რეკვიზიტები
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
დამატებითი მოთხოვნები:
მონაწილეებმა უნდა შეავსონ ეთაჩმენტით გადმოგზავნილი ცხრილი, ფასი გადმოგზავნილი უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით. აგრეთვე დამატებით მოგვაწოდონ ინფორმაცია:
- ორი ან მეიტი დატვითვის ადგილის შემთხვევაში დამტებითი გადახდის ოდენობა;
- ა/მ-ს 24 საათზე მეტი ხნით გაჩერების შემთხვევაში დამატებითი გადასახადის ოდენობა;
- აქვს თუ არა სატრასპორტო კომპანიას დატვირთული ა/მ-ს უსაფრთხოთ გაჩერების ადგილი;
მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია: პროცედურული საკითხები
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 595 30 00 16
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები