ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2024, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23863 - ტენდერი უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 16 სექტემბერი 2024 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 სექტემბერი 2024 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფილიალის (ახალციხე, იაძის ქ. #6) უსაფრთხოების ტექნიკის შესყიდვა/მონტაჟზე,  ფასების ცხრილის/სპეციფიკაციის (დანართი N1) და ნახაზების  მიხედვით.

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს  შემდეგ მისამართზე: (ახალციხე, იაძის ქ. #6). 

5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია. 

6. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 სექტემბერი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი:
შორენა თავაძე
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 38300000 საზომი ხელსაწყოები
  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

თუ შეიძლება დაგვაკავშირეთ, მადლობა.

ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი

ვასილ მეგრელიშვილი 595959928

მიმწოდებელი 1

1) დამონტაჟება თუ კომპანიის მოვალეობაში შედის, ფასების ცხრილში რატო არ არის მითითებული? 2) კაბელისა და სხვა ხარჯის თაობაზე, რაოდენობის დასადგენად ობიექტის მოკვლევა არის საჭირო მონაწილე კომპანიისათვის?

ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მოგესალმებით, დანართი #1-ში არის მითითებული, რომ პრეტენდენტი ვალდებულია დათვალოს სიგნალიზაციის და ვიდეო კაბელების რაოდენობა, გნებავთ ობიექტი ადგილზე დაათვალიერეთ, გნებავთ ნახაზების მიხედვით. ვფიქრობთ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ხარჯის გამოთვლა შესაძლებელი, ამიტომ არ არის ფასების ცხრილში შეტანილი და თქვენ შეგიძლიათ ჩაამატოთ გრაფა ამ ფასების შესატანად. მეტი სიზუსტისთვის შესაძლებელია დაგაკავშიროთ ტექნიკურ მხარესთან თქვენთვის სასურველ კითხვებზე პასუხების მისაღებად, რისთვისაც დაგვიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.