ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2387 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის ელექტროდების მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის შესყიდვაზე, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სხვადასხვა ტიპის ელექტროდების მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე 01/04-GIG-P/ELC-17

ტენდერის დეტალები:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან ან კომპანიებთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
  • შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად;
  • წლის მანძილზე შესასყიდი ელექტროდების ტიპები, დანიშნულება და მათი სავარაუდო რაოდენობები, გთხოვთ, იხილოთ დანართში N1.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N2-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადებები მიიღება როგორც მოთხოვნილი ელექტროდების ტიპებზე, ისე მათ ანალოგებზე;
    - წინადადებები მიიღება ასევე არასრულ პოზიციებზე (კომპანიას თუ არ გააჩნია თითოეული ტიპის ელექტროდი, შეუძლია წარმოადგინოს წინადადება იმ პოზიციებზე, რომლის მოწოდებაც მისთვის შესაძლებელია);
  • შემოთავაზებული ელექტროდების ხარისხის სერტიფიკატები (მისაღებია ასლები წარმოდგენა);
  • შემოთავაზებულის ელექტროდების მწარმოებლის წარმომადგენლობის დამადასტურებელი სერტიფიკატები (სასურველია);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ. უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც არ მოითხოვს ავანსს;
  • ინფორმაცია მიწოდების პირობებისა და ვადების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge;  საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • ელექტროდებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: თეიმურაზ ჩიჩუა. საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 აპრილის 15:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები