ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2388 - ტენდერი ჩამოწერილი საქონლის (კომპ. ტექნიკა, იუპიესები, ავეჯი) გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „პრემიუმ რეზიდენსი“ აცხადებს ტენდერს ჩამოწერილი საქონლის (კომპ ტექნიკა, იუპიესები, ავეჯი) გაყიდვაზე.

დანართებში შეგიძლიათ იხილოთ საქონლის მიმდინარე მდგომარეობა და ჩამონათვალი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტის მისამართზე tenders@premiumresidence.ge - არა უგვიანეს 6 აპრილის 18:00 საათისა;

  • ვიზიტი საწყობში პროდუქციის დასათვალიერებლად (თბილისი, იუმაშევის ქუჩა) - 7 აპრილი 15:00 საათი;
  • შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა არა უგვიანეს 10 აპრილის 15:00 საათისა; პრეტენდენტებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე tenders@premiumresidence.ge .

პრეტენდენტებმა სრულად უნდა შეავსონ დოკუმენტაცია რომელიც დანართების სახით თან ახლავს სატენდერო განცხადებას:

  • შემოთავაზების ფორმა;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ;

შპს „პრემიუმ რეზიდენსი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „პრემიუმ რეზიდენსისთვის“.

შპს „პრემიუმ რეზიდენსი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავისი მოთხოვნები, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობება შერჩეულ პრეტენდენტს.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 39100000 ავეჯი