
30 სექტემბერი 2024, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT23886 - ტენდერი მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საინფორმაციო სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარებაზე
- გამომცხადებელი: ბათუმის ნავთობტერმინალი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2024 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს ტენდერს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საინფორმაციო სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების შესახებ მომსახურების შესაძენად;
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, წმინდა სევერიანე აჭარელის ქ. 4გ.
სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებულიორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას დადოკუმენტებს:
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ტენდერში მონაწილეობის განაცხადი (ტენდერში მონაწილეობის განაცხადის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე)
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლისყველა ფაქტობრივ ხარჯს, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის, სამუშაოების და მომსახურების საბოლოო ფასს, მათ შორის თანმხლები მომსახურების ღირებულებას, დღგ-ს გათვალისწინებით (თუ დღგ-ს გადამხდელია);
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული „ტექნიკური დავალება“
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
- ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
- ცნობა დავალიანების არქონის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სატენდერო განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
საქონლის/სამუშაოს/მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, მახასიათებლები და სხვა მოთხოვნები მოცემულია ამ დოკუმენტაციის დანართში No1 (ტექნიკური დავალება).
ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.
გამოცხადების თარიღი: 17.09.2024 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 30.09.2024 წ. / 12:00 სთ.
ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტებისგანყოფილებას.
პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოსშემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.
პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებულისაკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com
ტენდერის კატეგორია:
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
მოგესალმებით, ტექნიკურ დავალებაში მითითებულია თბილისის და ბათუმის ლოკაციები IP მისამართების შემოწმებისთვის. ესენი შედის შემდგომ სკოუპში მითითებულ 170 IP მისამართში? დამატებით გვაინტერესებს, ფიზიკური სერვერების ლოკაციები. ასევე, როგორც მითითებულია, საბუთები მხოლოდ ფიზიკურად უნდა მოგეწოდოთ და მოწოდების ვადა არის 30 სექტემბერი თუ გამოგზავნის?