ჩაბარების ვადა:

13 აპრილი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2392 - ტენდერი მისტიური მომხმარებლის კვლევის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს მისტიური მომხმარებლის კვლევის შეძენაზე.

თანდართულ ფაილებას იხილეთ:

  • სატენდერო განაცხადი;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
  • ტენდერის პირობები;
  • ფასთა ნუსხა;

მომსახურების აღწერა და პირობები იხილეთ თანდართულ ფაილად.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა ერთი კვალიფიციული კომპანია რომელთანაც გაფორმდება გენერალური მომსახურების ხელშეკრულება.

შერჩევის კრიტერიუმებია:

  • ფასი;
  • კვალიფიკაცია და გამოცდილება;
  • მომსახურების ხარისხი;
  • მოწოდების პირობები;

მომსახურების პირობები იხ. თანდართულ ფაიში ტენდერის პირობები.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ ბანკებთან თანამშრომლობის გამოცდილება მისტიური მომხმარებლის კვლვის კუთხით.

აუცილებელი პირობა:

  • მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ნუსხა(ფასი გადასახადების ჩათვლით), კომპანიის ბლანკზე დაბეჭდილი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული;
  • კვლევის განხორციელებისა და შემდეგ მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგია;
  • სარეკომენდაციო წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი) გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ორიგინალი წერილები.
  • წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებაზე (დამკვეთის და საკონტაქტო პირების მითითებით);
  • საბანკო ამონაწერი ან/და ცნობა ბანკიდან ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ.
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);

სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.#3 .

გთხოვთ კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები: 

  • კომპანიის დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
  • ტენდერის დასახელება (ტენდერი მისტიური მომხმარებლის კვლევის შეძენაზე);

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 13 აპრილი (18:00 სთ.)

ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ:

  • იზაბელა კანდელაკი - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - მობ: 595110151; ელ-ფოსტა: Izabela.Kandelaki@terabank.ge 
  • ანდრო ტატიშვილი - შესყიდვების განყოფილება - მობ: 591409717; ელ-ფოსტა: Andro.Tatishvili@terabank.ge. 

ტენდერის კატეგორია:

  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება