ჩაბარების ვადა:

13 აპრილი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2393 - ტენდერი პოლიგრაფიულ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიული მომსახურეობის მოწოდებაზე.

მომსახურების სახე:
პოლიგრაფიული საქონლის ბეჭდვა (იხ. თანდართული ფაილი) მოხდება ყოველი კონკრეტული შეკვეთისას, თანდართულ ფაილში მითითებული ტირაჟის გათვალისწინებით. პროდუქციის დამზადება და მოწოდება უნდა მოხდეს დამკვეთის სათაო ოფისში, თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3, თანდართულ ფაილში მითითებული ვადების გათვალისწინებით;

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • სატენდერო განაცხადი;
  • ფასთა ნუსხა (პოლიგრაფიული პროდუქციის ჩამონათვალი);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;

წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბიმის სფეროში მუშაობის გამოცდილება მინ: 2 წელი.

აუცილებელი პირობა:

  • მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ნუსხა, როგორც ნაბეჭდი კომპანიის ბლანკზე, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ასევე ელექტრონული სახით CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე (ლარში დღგ-ს და ტრანსპორტირების ჩათვლით, თანდართულ დოკუმენტში მოცემული ჩამონათვალის და ტირაჟის მიხედვით);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილი, (მინიმუმ სამი, ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საბანკო ამონაწერი, ბოლო 3 თვის (შესაძლებელია CD-ით ან მეხსიერების ბარათით)
  • შევსებული და ხელმოწერილი „შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;

სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.#3 .

კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა.);
  • ტენდერის დასახელება: „ტენდერი პოლიგრაფიული მომსახურეობის მოწოდებაზე“;

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის, 13 აპრილი (18:00სთ.).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე Andro.Tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00(2008).

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები