ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2024, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T23932 - ტენდერი საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის დიჯიტალიზაციის ტრენინგების მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2024 დრო 23:59

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციას დაგეგმილი აქვს, შეისყიდოს შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან: "საქართველოსტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის დიჯიტალიზაციის ტრენინგები"  

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება: (დანართი 1). 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონულიფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე Contact@gafa.org.ge

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 30.09.2024 23:59 საათი. 

 გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაშიწარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასოციაცია აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან.

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები: 

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში. 

ფინანსური და ტექნიკური შემოთავაზებები უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილად - ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად: 

  • Technical offer
  • Financial offer * 

მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 83457570. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება. 

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: 

  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა) 
  • ტენდერის ნომერი: 83457570 
  • მიმღები: საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათგამოგვიგზავნოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. 

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 10.10.2024-თვის. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ პირთან.

შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა: 

  • შემოსული შემოთავაზებების შეფასება მოხდება როგორც ფასების, ასევე შინაარსის მიხედვით. 
  • შინაარსობრივი შეფასების შემდეგ განიხილება წარმომდგენი პრეტენდენტების საფასოშემოთავაზებები.
  • საბოლოო შეფასებაში შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასება შევა 70%-ით და ფასი/ღირებულება30% -ით.
  • მიღებული შედეგების მიხედვით პრეტენდენტებს პროგრამულად მიენიჭებათ რიგობრივი ნომერი. 
  • საუკეთესო მაჩვენებლის მქონე იურიდიულ პირთან დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულებისგაფორმებისთაობაზე. 
  • თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგითმეორე პრეტენდენტთან.

შემოთავაზებების შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასების სქემა:

  • შემოთავაზების შინაარსობრივი ნაწილი უნდა პასუხობდეს თანდართულ ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ინფორმაციას. 
  • ტექნიკური შეთავაზება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას ფასის შესახებ.

არასაფასო შეფასების კრიტერიუმები თავის მხრივ დაიყოფა წინასწარ განსაზღვრული შეწონვის კოეფიციენტების მიხედვით.  

იხილეთ თანდართული ფაილები : 

  • ტექნიკური დავალება (შეთავაზება) / დანართი 1 
  • შემოთავაზებების შინაარსობრივი შეფასების სქემა / დანართი 2
  • ფინანსური შეთავაზება / დანართი 3

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები
შეკითხვები