ჩაბარების ვადა:

1 ოქტომბერი 2024, 11:00

სტატუსი:

დასრულებული

T23966 - ბაზრის კვლევა Teambuilding აქტივობების საორგანიზაციო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს  ბაზრის კვლევას Teambuilding აქტივობების საორგანიზაციო მომსახურების შესყიდვაზე.

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს და წარმოადგინოს ფინანსური შეთავაზება - დანართი N1 და ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2; 

პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში); 

დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ(ებ)თან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით; 

წინამდებარე კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.

წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს.

1. ზოგადი ინფორმაცია:

ბანკში არსებული ყველა მიმართულება, თავისი შეხედულებისამებრ გეგმავს სასურველ აქტივობას საქართველოს მასშტაბით, თანამშრომელთა კონკრეტულ რაოდენობაზე, გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში.  

მომსახურება იქნება სრულად აუთსორსული და მოიცავს ნებისმიერი სახის საორგანიზაციო დეტალებს, როგორიცაა:

  • ტრანსპორტირება *;
  • ლოკაციის დაჯავშნა (სასტუმრო, საკონფერენციო სივრცე (ყავა/ლანჩის შესვენებები);
  • ფასილიტატორი **;
  • ვახშამი;
  • ივენთის ორგანიზება;
  • ექსკურსია;
  • და სხვა.

ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს გამართული ა/საშუალებით და გამოცდილი მძღოლით;

ფასილიტაციის სქოუფი საჭიროებისამებრ განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად ამ მიმართულებით აუცილებელი იქნება ჯგუფის ლიდერთან საჭიროებების გავლა ინდივიდუალურად;

გაგიზიარებთ პროცესზე ჩვენს ხედვას და სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს რეკომენდაციებსაც, რითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ მომსახურების სქოუფი:

მომსახურე კომპანიისგან დაგვჭირდება კონკრეტული ექაუნთ მენეჯერ(ებ)ი, რომელიც შეძლებს ინდივიდუალური საჭიროებებისამებრ, კონკრეტულ თარიღზე აქტივობის დაგეგმვას ბანკის ჯგუფის მიერ გამოყოფილ ერთ საკონტაქტო პირთან ერთად.

ყველა კომპონენტის დაორგანიზება უნდა უზრუნველყოს მომსახურე კომპანიამ, ჯგუფის საკონტაქტო პირთან ერთად. (ბანკის მიერ განისაზღვრება მხოლოდ ჯამური ბიუჯეტი).

პოტენციური მომწოდებლისგან მოვიაზრებთ, ე.წ. კატალოგის შექმნას, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ლოკაციები.

თანამშრომლობას მოვიაზრებთ ე.წ. open book-ის პრინციპით, რაც გულისხმობს რომ ზემოხსენებულ თითოეულ კომპონენტზე, კომპანიამ excel-ის ფაილით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გაწეულ ხარჯზე (აღნიშნული მნიშვნელოვანია ბანკის მხრიდან დაბეგვრის სწორად განხორციელებისათვის). ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიას განესაზღვრება ვალდებულება წარმოადგინოს მითითებული ხარჯის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. 

მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება სრულ ხარჯს + X % საკომისიო, რომელიც განისაზღვრება კომპანიის მიერ წინადადების წარმოდგენისას.

საკომისიო % იქნება ფიქსირებული ხელშეკრულების მოქმედები სრულ პერიოდზე.

მოცულობაზე სწორი წარმოდგენის შესაქმნელად, დაინტერესებულ კომპანიებთან მოლაპარაკებების ეტაპზე გაზიარდება ბანკის მიერ განსაზღვრული წლიური ბიუჯეტი. 

1.1. აუცილებელი მოთხოვნები:

  • ბანკისათვის გამოყოფილი კონკრეტული საკონტაქტო პირ(ებ)ი;
  • ოპერატიული რეაგირება ბანკიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებზე:
  • მრავალფეროვანი კატალოგი;
  • მოქნილობა, ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად;

1.2. მომსახურების გაწევის ვადა: 

  • ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის პერიოდზე;
  • მიმწოდებელმა ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • მოთხოვნა გულისხმობს ნებისმიერი სახის აქტივობის დაგეგმვას.

1.3. მომსახურების გაწევის ადგილი: 

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, ძირითად ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ყაზბეგი და სხვ.) ან/და ქალაქის რადიუსიდან 50-60 კმ დაშორებით.

1.4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს საორგანიზაციო მომსახურების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • დაკისრებული ვადებულების შესასრულებლად პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;

1.5. ბაზრის კვლევის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია: 

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს დოკუმენტაცია შემდეგ საკონტაქტო მეილებზე: 

khitiuridze@bog.ge
ekavelashvili@bog.ge

პირველ ეტაპზე წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფინანსური შეთავაზება - მომსახურების საკომისიო % - დანართი N1;
  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
  • კომპნიის მოღვაწეობის მოკლე აღწერა/პრეზენტაცია - სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, შესრულებული პროექტები, კლიენტების სია ან/და სხვა;
  • რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით. 

შერჩეული კომპანიებისგან მეორე ეტაპზე წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

ღონისძიებებისათვის შერჩეული კონკრეტული ლოკაციები - ე.წ. კატალოგი, შემდეგი დეტალების გათვალისწინებით:

  • ლოკაცია - ქალაქის რადიუსიდან 50-60 კმ დაშორებით;
  • საკონფერენციო სივრცის იჯარა - მიახლოებითი ღირებულებები 10 – 20 – 30 – 40 – 50 - .... კაციან ჯგუფებზე (ცალკეულ შემთხვევაში ხარჯი განისაზღვრება ფაქტიური ოდენობის შესაბამისად) ;
  • ყავისა და ლანჩის შესვენების ფასი per person (კონკრეტული მენიუები თუ გვექნება წინასწარ შეთანხმებული, აღნიშნული გაამარტივებს პროცესს);
  • შერჩეულ ლოკაციებზე ტრანსპორტირების ხარჯი 10 – 20 – 30 – 40 – 50 - .... კაციან ჯგუფებზე (ცალკეულ შემთხვევაში ხარჯი განისაზღვრება ფაქტიური ოდენობის შესაბამისად) ;
  • ვახშმის ლოკაცია - რაც შეიძლება განხორციელდეს როგორ საკონფერენციოს ლოკაციაზე (იგივე სასტუმროში) ან შერჩეული ლოკაციის გზად მდებარე რესოტრანში;

1.6. შეფასების კრიტერიუმები: 

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  • ღირებულება - როგორც კატალოგში მითითებული ლოკაციების, ასევე საკომისიო %;
  • მოქნილობა;
  • მომსახურების ხარისხი; 

დავალების შესრულების შემდგომ, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.

*ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ. 

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 1 ოქტომბერი 11:00 საათი. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ხატია ითიურიძე
khitiuridze@bog.ge
+995 599 390 044

ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
+995 579 01 04 03

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები