ჩაბარების ვადა:

1 ოქტომბერი 2024, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23969 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის მომსახურების შესყიდვაზე.

1. შესყიდვის ობიექტი:

კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის მომსახურების შესყიდვა ფასების ცხრილის და მომსახურების პირობების (დანართი N1) შესაბამისად;

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

მომსახურება უნდა განხორციელდეს გამარჯვებული კომპანიის სერვის-ცენტრში მისი ტრანსპორტირებით N1 დანართში მითითებული პირობების შესაბამისად;

შენიშვნა: საქონლის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;

5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ან/და სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

6.ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას; 

დამატებითი პირობები!

  • კარტრიჯის დამუხტვის/აღდგენის ფასის წარმოდგენისას პრეტენდენტებმა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული ფასი უნდა მოიცავდეს, როგორც დაცლილი კარტრიჯის ფხვნილით შევსებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების გამოცვლას; 
  • გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენილი ვალდებულია კვირაში ორჯერ (სამუშაო დღეებში) ბანკის აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართიდან: სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი #12, დასამუხტად/აღადგენად გაიტანოს ყოველ ვიზიტზე საშალოდ 300 კარტრიჯი, ყოველი გატანის დროს კი დააბრუნოს წინა ჯერზე ბანკის საწყობიდან დასამუხტად/აღსადგენად გატანილი კარტრიჯების დამუხტული/აღდგენილი რაოდენობა სრულად; 
  • კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენა უნდა განხორციელდეს მაღალი ხარისხის ტონერით; თითოეული კარტრიჯი უნდა დაიტესტოს და ტესტ-ფურცელთან ერთად უნდა იყოს ჰერმეტულად შეფუთული, დაზიანებისაგან დასაცავად ; წუნდებული კარტრიჯის ჩანაცვლება უნდა მოხდეს იმავე სამუშაო დღეს; ბეჭდვის ხარისხი უნდა იყოს მაღალი. ფურცელზე მკვეთრად ნაბეჭდი ტექსტი,ცხრილი,ფოტო და ა.შ. თანდაყოლილი ლაქების/ზოლების გარეშე; აუცილებელია ბანკისთვის მიწოდებული კარტრიჯები შეიფუთოს დამცავი საშუალებებით და არ აუბრალო ცელოფნით;
  • ყოველ ვიზიტზე (აღდგენილი/დამუხტული კარტრიჯების ბანკის სასაწყობე ფართში მიწოდებისას) სავალდებულოა გაფორმდეს შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 1 ოქტომბერი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი:
შორენა თავაძე
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 სექტემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა