ჩაბარების ვადა:

18 აპრილი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2397 - ტენდერი ჰიდროელექტრო სადგურების გეოლოგიურ კვლევებზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ, ჰიდროელექტრო სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევების შესყიდვაზე 04/04-GIEC-S/GR-17

მომსახურების აღწერა:

  • ალაზანი ჰესი 2 (გურჯაანის რაიონი სოფ. ვეჯინი):
    - ჰესის შენობის ფუნდამენტის შემოწმება (სიგრძე: 30 მ; სიგანე: 20 მ);
    - სადაწნეო მილსადენის (GRP; სიგრძე: 1600 მ) ინსპექტირება გეოფიზიკური კვლევის ჩათვლით;
    - წყალსაგდებ ხევში წარმოქმნილი ღრმულების (ოთხი ერთ.) გეოდინამიკური მდგომარეობის შეფასება.
  • ბჟუჟა ჰესი (ოზურგეთის რაიონის სოფ. გომი):
    - ჰიდროტექნიკური ნაგებობების განთავსების არეალში სენსიტიური უბნების გეოლოგიური მდგრადობის შესწავლა;
  • რაჭა ჰესი (ამბროლაურის რაიონი, სოფ. რიცეულა):
    - ჰიდროტექნიკური ნაგებობების განთავსების არეალში სენსიტიური უბნების გეოლოგიური მდგრადობის შესწავლა;
    - ძველი სადერივაციო სისტემის ჰერმეტულობის შეფასება;
    - ჰესის სათავე ნაგებობიდან დინების მიმართულებით ერთი კილომეტრი მონაკვეთის საექსპლუატაციო გზის ფერდობის გეოლოგიური მდგრადობის შესწავლა.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტებში თითოეული ლოტისთვის. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელ. ფოსტა: v_maisuradze@giec.ge;  ტელ: 551 11 22 22;
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ვალტერ ლომჯარია; საკონტაქტო ნომერი: 591 91 65 65.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 18.04.2017, 16:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები