ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23971 - ტენდერი ვებ-გვერდის დიზაინისა და დეველოპმენტის შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა: 10 ოქტომბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ჰორეკა“ აცხადებს ტენდერს კომპანიის ვებ-გვერდის დიზაინისა და დეველოპმენტის შესყიდვაზე.

 შპს ,,ჰორეკა“ დაარსდა 2008 წელს, თბილისში. კომპანიის საქმიანობის სფეროა კორპორატიული ჰიგიენა და უზრუნველყოფს საქართველოში არსებულ ბიზნესებს პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებითა და სერვისებით. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს კორპორატიული ჰიგიენის ისეთ ტოპ ბრენდებთან, როგორებიცაა TORK, Columbus, Werner & Mertz და სხვა. ,,ჰორეკა“ ქართულ ბაზარზე ემსახურება საწარმოებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, სასტუმროებს, დასუფთავების კომპანიებს, ოფისებს, გასართობ და კულტურულ ცენტრებს, სახელმწიფო ობიექტებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს. პარტნიორი კომპანიები ,,ჰორეკას“ გუნდისგან იღებენ პროფესიონალურ სერვისსა და ყველა იმ სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს სამეურნეო ხარჯების ოპტიმიზაცია და სწორი დაგეგმვა, რისი დამსახურებითაც კომპანიას ბაზარზე თავი დამკვიდრებული აქვს, როგორც საიმედო და სტაბილურ მომწოდებელს. 

ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ თანდართულ ფაილში. 

გთხოვთ, შემოთავაზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:

1. შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში. 
2. მეილის სათაურში (Subject), მითითებული უნდა იყოს ტენდერის ნომერი: ………,

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი შემოთავაზების იდენთიფიცირება, ვერ მოხდება. 

შეთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის სახელწოდება / ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი
  • საიდენთიფიკაციო ნომერი / ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა)
  • ტენდერის ნომერი: .......
  • მიმღები: შპს ,,ჰორეკა“

შეკითხვები პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, სასურველია, გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა. 

შემოთავაზებების შეფასების დასრულების სავარაუდო ვადაა 1 კვირა.

კომპანიის მხრიდან კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაკავშირება მოხდება ტენდერში მონაწილე ყველა იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: info@horeca.ge
  • შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა ტენდერის ვადა: ../../....
  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
  • შემოთავაზების გამოგზავნა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზეც.
  • წინადადებების მიღების ვადა: 10 ოქტომბერი, 18:00 საათი 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

გიორგი მაისურაძე
მარკეტინგის სპეციალისტი
შპს ,,ჰორეკა“ 
სათავო ოფისი, ა. ბელიაშვილის 145ა.
ტელ: (+995) 595 885 775
ელ.ფოსტა: g.maisuradze@horeca.ge

ბორის თოფურია
კომერციული დირექტორი
შპს ,,ჰორეკა“
სათავო ოფისი, ა. ბელიაშვილის 145ა
ტელ: (+995) 577 738 833
ელ.ფოსტა: btopuria@horeca.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები