ჩაბარების ვადა:

2 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23972 - ტენდერი ინფორმაციული უსაფრთხოების, ინციდენტების მონიტორინგის და მართვის (SIEM) სისტემის დანერგვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ინფორმაციული უსაფრთხოების, ინციდენტების მონიტორინგის და მართვის (SIEM) სისტემის დანერგვაზე. დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

ტენდერის გამოცხადება - 25 სექტემბერი 2024
სატენდერო წინადადებების მიღება -
02 ოქტომბერი 2024

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართი #1 სახით, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას 

მოთხოვნები მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმნეტების ჩამონათვალი:

  • მომწოდებელი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლი ოფიციალური პარტნიორი და უნდა წარმოადგინოს ავტორიზაციის ფორმა ამ კონკრეტული შესყიდვისთვის (MAF)
  • მომწოდებელ კომპანის უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული მწარმოებლის მინიმუმ 1 ქართულენოვანი სერთიფიცირებული ინჟინერი , რომელიც განახორციელებს მოწოდებული პროდუქტის ინსტალაციას და კონფიგუირაციას შემსყიდველის IT ინფრასტრუქტურაში. უნდა წარმოადგინოს სერთიფიცირებული თანამშრომლის შესაბამისი სერთიფიკატი
  • მოწოდებულ პროდუქტს უნდა მოყვებოდეს მწარმოებლის 1 წლიანი მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს პროდუქტის განახლებას და მწარმოებლის პორტალზე ინციდენტების(ქეისების) რეგისტრაციას.
  • მომწოდებელი ვალდებულია შეთავაზებაში ზუსტად მიუთითოს პროდუქტის მოდელი(Part Numbers) და სპეციფიკაცია.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება/ფასთა ცხრილი დანართი #2 სახით, PDF ფორმატში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ასევე ექსელის ფაილის სახით 
  • დანართი #3- კომპანიის რეკვიზიტები;
  • მომწოდებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს დანერგილი მინიმუმ 1 ანალოგიური პროექტი. ფაქტის დასადასტურებლად გთხოვთ წარმოადგინოთ გაფორმებული ხელშეკრულება ან სხვა დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი
  • მომწოდებელმა კომპანიამ 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა განახორციელოს  მოწოდებული პროდუქტის ინსტალაცია და კონფიგურაცია შემსყიდველი კომპანიის ტექნიკური ჯგუფის დავალების/ამოცანის მიხედვით
  • იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას(ჯამური თანხის 20%-ის და მეტის ოდენობით), გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 2 ოქტომბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: N/A;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: diana.kadaria@hashbank.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 551 677467

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 სექტემბერი 2024 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა