2 ოქტომბერი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23974 - ტენდერი 1,000 ერთეული POS ტერმინალი VeriFone vx 680-ის მულტიპორტული კაბელის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს 1,000 ერთეული POS ტერმინალი VeriFone vx 680-ის მულტიპორტული კაბელის შესყიდვაზე.
1. შესყიდვის ობიექტი:
1.1 1,000 ერთეული POS ტერმინალი VeriFone vx 680-ის მულტიპორტული კაბელის შესყიდვა ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი #1) შესაბამისად;
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკის“ აეროპორტის მიმდინარე სასაწყობე ფართი;
შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
7. ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:
მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოსმოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 2 ოქტომბერი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: N/A;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი:
შორენა თავაძე
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
- 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები