ჩაბარების ვადა:

4 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23975 - ტენდერი სამედიცინო დაწესებულებებისათვის საჭირო სამედიცინო ფორმების და წინსაფრების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვიანი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში სამედიცინო დაწესებულებებისათვის საჭირო სამედიცინო ფორმების და წინსაფრების შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ვიანი“.

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 4 ოქტომბრის  18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - ტენდერის გამოცხადება: 2024 წლის 25 სექტემბერი
    - სატენდერო წინადადებების მიღება: 2024 წლის 4 ოქტომბერი 
     - გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 2024 წლის 11 ოქტომბერი
    - ხელშეკრულების გაფორმება: 2024 წლის 18 ოქტომბერი
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შესყიდვის ობიექტი: სს „ვიანი“ -  სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო სამედიცინო ფორმების (უნიფორმა), წინსაფარი (პლაშოვკის, ლაბორატორიისთვის) და წინსაფარი (ორმაგი) შესყიდვა.  

სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო უნიფორმის და წინსაფრების ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5 - ხარჯთაღრიცხვაში .(ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს). 

  • სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო სამედიცინო უნიფორმის და წინსაფრების მიწოდება უნდა მოხდეს კლიენტის მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 (ერთი) კვირის განმავლობაში
  • მისაწოდებელი სამედიცინო უნიფორმების და წინსაფრების მახასიათებლები უნდა იყოს არანაკლებ დანართ #5-ში მოცემული ტექნიკური მახასიათებლებისა.
  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესასყიდი საქონელი აუცილებელია იყოს უხარვეზოდ შეკერილი
  • ტენდერის შედეგად შესაძლოა, გამოვლინდეს ერთზე მეტი მიმწოდებელი და ხელშეკრულება გაფორმდეს სხვადასხვა კომპანიებთან, როგორც ტენდერით გათვალისწინებულ ყველა, ისე ცალკეულ პოზიციებზე.

პროდუქციის მიწოდების ადგილი:  სს „ვიანის“ ჰოსპიტლები 

დეტალური მისამართებისთვის იხილეთ დანართი #7 - ჰოსპიტლების მისამართები.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდება იწარმოებს ეტაპობრივად, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობების მიხედვით.
  • გამარჯვებული კომპანია შეკვეთას მიიღებს მეილის საშუალებით. შეტყობინების გაგზავნის შემდგომ, არა უმეტეს 7(შვიდი) დღის ვადაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება.
  • სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში განსაზღვრული რაოდენობების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან სს „ვიანის“ ჰოსპიტლები - გააფორმებს ხელშეკრულებას 1 (ერთი) წლის ვადით.
  • ყველა პოზიციაზე რომელიც დანართი #5-შია წარმოდგენილი, შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს ნიმუშის წარმოდგენა.
  • ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში), თვის მანძილზე მიწოდებული საქონლის ჯამური ღირებულების გადახდა მოხდება შემდეგი თვის ბოლოს.

2. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ

კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.

მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში. 

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით

  • შესასყიდი საქონლის ფასი
  • მიწოდების/მომსახურების ვადები
  • შემოთავაზებული საქოლის ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება 

3. შემსყიდველის ვალდებულებები

ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება

4. კონტრაქტორის ვალდებულებები 

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • სატენდერო დოკუმენტებისა და მისაწოდებელი პროდუქციის ხარისხზე

 5. დოკუმენტაცია

პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:

მიღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ. 

6. სატენდერო წინადადება

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • რეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილი
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი ხარჯთაღრიცხვა ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ს სახით; ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში;

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

7. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • რეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში. 

8. კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

9. სატენდერო წინადადების წარდგენა

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 4 ოქტომბრის 18:00 საათისა 

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nonmedical_procurements@vian.health

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 4 ოქტომბრის 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითზვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ:

საკონტაქტო პირს
:
ქეთევან მღებრიშვილი
ტელ: 595 012460

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 სექტემბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა