3 ოქტომბერი 2024, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23983 - ტენდერი სვიჩის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ტენდერს სვიჩის შესყიდვაზე
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
Switch Model: 48 port 1/10/25G, Additional 2 Port 100G for switch interconnect Switch Support and License: 3 Year support contract, including licensing Features: Multi-Chassis Link Aggregation group (802.3ad - LACP) Cables: 4 ცალი: 100G Interfaces for switch interconnect - 1 Meter 36 ცალი: 25G SFP28 Cables for servers - 3 Meter 4 ცალი : 10G SFP+ Cables for servers - 3 Meter | 4 |
მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში.
ანაზღაურება - მოწოდებიდან 5 დღის ვადაში
მოწოდების მისამართი - ბელიაშვილის ქ. # 106
სატენდერო პირობები
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება.
დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 03/10/2024 15:00 საათი
გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ფასთა მოკვლევა შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ფასთა მოკვლევა სცნოს ანულირებულად თუ მოკვლევაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 3 ოქტომბერი. 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ფასთა გამოკითხვის მსვლელობის დროს ტექნიკურ და გამოკითხვის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები