ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2024, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23988 - ტენდერი ბანკში არსებული აპლიკაციებისთვის დატვირთვის გადანაწილების სისტემის შესყიდვაზე - Load Balancer

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკში არსებული აპლიკაციებისთვის დატვირთვის გადანაწილების სისტემის შესყიდვაზე - Load Balancer.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება Load Balancer-ის შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ს ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.

Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სატენდრო დოკუმენტაცია

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შემოთავაზებული სისტემის (Load Balancer) დეტალურ აღწერას, სპეციფიკაციებს და ღირებულებას დღგ-ს ჩათვლით. სისტემის მიმართ წაყენებული მოთხოვნები გაწერილია დანართ N 1-ში.
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი)

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები სისტემის სერტიფიცირების, უსაფრთხოების, მხარდაჭერის სერვისის და ავტორიზაციის საკითხებთან მიმართებაში

  • პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული უსაფრთხოების სისტემის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ქართულენოვნი თანამშრომელი (ინჟინერი). დამადასტურებელ დოკუმენტად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის თანამშრომელზე გაცემული მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ინჟინერის სერტიფიკატი და დოკუმენტი იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი სერტიფიცირებული თანამშრომელი არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მუშაობს აღნიშნულ პრეტენდენტთან კომპანიაში.
  • მოწოდებულ პროდუქტებზე (Load balancer) უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის არანაკლებ 1 წლიანი მხარდაჭერის სერვისი. მოწოდებულ ლიცენზიებზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის არანაკლებ 1 წლიანი მხარდაჭერის სერვისი.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF), რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის გაყიდვის ავტორიზაციას, მითითებული იქნება პრეტენდენტის დასახელება და წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი (15:00 სთ-მდე).

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

დანართები:

  • სატენდერო განაცხადი
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
  • ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
  • დანართი N1 - ტექნიკური მოთხოვნები დატვირთვის განაწილების (Load Balancer) სისტემის მიმართ.

აუცილებელი პირობა :

მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.

შენიშვნა:

ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 ოქტომბერი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
  • გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება;
  • ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
  • ფასის კლების ბიჯი: 1000 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში.

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ამირან ანანიაშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: amiran.ananiashvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00/(შიდა 2009). მობ: 595 908680.

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 სექტემბერი 2024 დრო 10:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'000.00 $