8 ოქტომბერი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23989 - ტენდერი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის შეძენა/ინსტალაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სოფელ ლილოში გიორგი ჩხიკვაიძის ქუჩა ნაკვეთი #145 - ში არსებულ საქართველოს ბანკის ობიექტისთვის მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის შეძენა/ინსტალაციაზე.
მოწოდება ინსტალაციის ვადა კონტრაქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 1.5 კალენდარული თვე.
დეტალური ტექნიკური დავალება მოცენულია დანართ N1-ში.
პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია:
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 400 000 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 50 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში,შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
შენიშვნა: პრეტენდენმა აუცილებელია სისტემაში ატვირთოს წარმოდგენილი მასალების ტექნიკური დოკუმენტაცია.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ინვოისის ფორმით ყველა გადასახადის ჩათვლით
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტექნიკური საკითხებზე დაუკავშირდით:
სოლომონ სიმონიშვილი
599 288866
ტენდერის კატეგორია:
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები