ჩაბარების ვადა:

13 აპრილი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2399 - ტენდერი სასერვერო ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“აცხადებს ტენდერს სასერვერო ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე.

შესასყიდი მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტექნიკური პირობები:

  • შემოთავაზებული ტექნიკა უნდა იყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული მწარმოებლის მიერ (მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით), დამზადებული ორიგინალი პროდუქტი
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა ( ე.წ. MAF - Manufacturer Authorization Form )
  • შემოთავაზებულ ბრენდს საქართველოში უნდა ჰქონდეს ერთი ან მეტი ავტორიზებული სერვის ცენტი
  • პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ფასების ცხრილი უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის ზუსტ დასახელებას, მოდელს და სპეციფიკაციას
  • პრეტენდენტ კომპანიას ადგილზე უნდა ყავდეს მინიმუმ 3 სერტიფიცირებული სპეციალისტი
  • პრეტენდენტ კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ბოლო 1 წლის განმავლობაში შემოთავაზებული მწარმოებლის ანალოგიური ტექნიკის დანერგვის/გაყიდვის 2 პროექტის ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტი ან SPA ნომერი.
  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში საქართველოში.
  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ტექნიკა აუცილებლად უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს მოხსნილი წარმოებიდან.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 13 აპრილი, 14:00 საათი.

საკონტაქტო პირი: სოსო ქარსელაძე
საკონტაქტო ნომერი:
0322 49 64 44 (285) მობ: 995 577 00 49 49

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები