ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T23991 - ტენდერი საკანცელარიო პროდუქციის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. განახლებულია, ფაილი N2.

ტენდერის აღწერილობა:

შპსორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო პროდუქციის შესყიდვაზე.

თანდართულ ფაილებში იხილეთ:

  • ფაილი N1: საკანცელარიო ნივთების ჩამონათვალი და წლიური საპროგნოზო რაოდენობები;
  • ფაილი N2: პროდუქციის მიწოდების მისამართები; 

ტენდერის პირობები:

  • ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით

ექსელის ცხრილში მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით და რაოდენობებით, სადაც უნდამოხდეს ფასების და თქვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის მითითება (იხ. თანდართული ფაილიN1);

  • პროდუქციის მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთიდან მაქსიმუმ 7 დღეში;
  • გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია.

 დამატებითი მოთხოვნები:

  • მაღაზიებისთვის მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს დახარისხებული ფილიალების მიხედვით დალუქულ/შეფუთულ მდომარეობაში (აუცილებელია, რომ ყოველ შეფუთვას ეწეროს მაღაზიის დასახელება);
  • მოწოდებული შეკვეთების რაოდენობების უზუსტობის შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა დააკორექტიროს შესაბამისი ზედნადები;
  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველაგადასახადს)

დამატებითი ინფორმაცია:

  • შეკვეთა ხდება ყოველთვიურად თვის 5 დან 10 რიცხვამდე;
  • მაღაზიების რაოდენობა: 500 რომელთა რაოდენობაც გაიზრდება მომავალი  წლის ბოლომდე 650 მდე.
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 27 სექტემბრიდან 2024 წლის 07 ოქტომბრამდე;
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტითმისამართზეისანინავთლუღის . 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტებისსია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ..);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაციაპასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზეისანინავთლუღის .39/41 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებითგთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ნატო კობალავა
შესყიდვების მენეჯერი
ტელ: 599 11 77 88
ელ. ფოსტა: nato.kobalava@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა