10 ოქტომბერი 2024, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT23992 - ტენდერი MDF კარების, მისი საკუთვნოებისა და მონტაჟის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ფასთა გამოკითხვას, ადმინისტრაციულ ოფისში (ივ. ჯავახიშვილის N60) MDF კარებების, მისი საკუთვნოებისა და მონტაჟის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციული ოფისი ივ. ჯავახიშვილის N60-ში კარებების, მისი საკუთვნოებისა და მონტაჟის შესყიდვა. კარების ზომებისა და რაოდენობების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დანართი 1-ში, თან ერთვის.
მიწოდების პირობები:
შესასყიდი საქონლისა და მომსახურების მიწოდების ვადა არის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღისა. მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის N60.
გარანტია:
მოწოდებულ საქონელზე და მომსახურებაზე საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტისგაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.
ანგარიშსწორების პირობები:
მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ფორმით: შემსყიდველის მიერ მოხდება მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 50%–ის წინასწარ გადარიცხვამიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო საბანკო გარანტიისსაფუძველზე.
აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს შესასყიდი საქონლის მიწოდების ვადას.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- საქონლის დასახელება და ღირებულება, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანის სამუშაოების ნუსხა და განფასება. დანართი 1-ის მიხედვით.
- ინფორმაცია საგარანტიო მომსახურების შესახებ;
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ხელმოწერით. პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2024 წლის 10 ოქტომბერს 18:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ ფასთა გამოკითხვის მოთხოვნებით განსაზღვრული დოკუმენტაცია ელექტრონულად.
შესყიდვასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება დაინტერესებულ პირს შეუძლია წერილობითი მიმართვით ან ზეპირად საკონტაქტო პირისგან:
ირაკლი ხურციძე
ტელ: 599946797
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები