ჩაბარების ვადა:

18 აპრილი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2400 - ტენდერი ვაკუუმური ამომრთველის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მასალის, კერძოდ, ვაკუუმური ამომრთველის შესყიდვაზე #04/04-GIEC-P/VS-17

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • ნომინალური ძაბვა: 35000 - 36000 ვოლტი;
  • ნომინალური დენი: არანაკლებ 1000 A;
  • ნომინალური გამორთვის დენი: 25 KA;
  • სიხშირე: 50 Hz
  • ამძრავის ნომინალური ძაბვა: 110 ვოლტი;
  • მართვის წრედების ნომინალური ძაბვა: 110 ვოლტი
  • ტექნიკური და საექსპლუატაციო დოკუმენტაცია;
  • მომწოდებლის მიერ მოწოდებული უნდა იქნას გარდამავალი წინაღობისა და კონტაქტების შეკვრის ერთდროულობის გამოცდის ოქმები.
  • რაოდენობა - 1 ცალი.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: მალხაზ სამინავა. საკონტაქტო ნომერი: 577 62 62 40

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 18.04.2017, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა