ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24002 - ტენდერი მინი PC კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვის მიზნით - დანართი #1.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2024 წლის 7 ოქტომბერი 18:00 საათი.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაციაპრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტოინფორმაცია, სსქართუ ბანკი“ (ტენდერის დასახელება - კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა MINI PC). 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე:

საორგანიზაციო საკითხებზე:

მარიამ ლეჟავა, მობილური ნომერი: (+995) 591 218 000, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

ტექნიკურ საკითხებზე:

გიორგი ტერ-ნერსესოვი
მობილური ნომერი: (+995) 599 888 887, ქალაქის ნომერი:
 (032) 200 80 80 (444); 
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

გიორგი გრძელიშვილი
მობილური ნომერი: (+995) 591 401 054, ქალაქის ნომერი:
 (032) 200 80 80 (465); 
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge 

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგისავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • სრულად შევსებული Excel-ის ფაილი - დანართი #1;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული საქონელი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს დანართი #1-ით გათვალისწინებული პროდუქციის შესაბამისი ნიმუშები.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებს ტენდერის დასრულებიდან (მოთხოვნის შემთხვევაში), 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინონ გატანა მიწოდების მისამართიდან.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში შეუძლია მოითხოვოს წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინოს გატანა მიწოდების მისამართიდან. 

ძირითადი მოთხოვნები:

  • საქონლის მიწოდება - უნდა განხორცილედეს, ბანკის სათაო ოფისში, ადგილზე მიტანით (ტრანსპორტირებით), მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, მისამართზე ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში - ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.  

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.cartubank.ge/index.php?m=464 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები