8 ოქტომბერი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T24024 - ტენდერი სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე ორ ლოტად ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად,
- პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტშიც;
- ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
განსაზღვრული საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 1 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული ფოსტით მოთხოვნის შესაბამისად. მიწოდების ადგილი, მისამართები და დისპენსერების რაოდენობა იხილეთ დანართი #2-ში;
შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
5. ტექნიკური პირობები:
- მომწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაამონტაჟოს და დროებით სარგებლობაში (უფასოდ) გადასცეს შემსყიდველს საჭირო რაოდენობის წყლის ჩამოსასხმელი აპარატი (დისპენსერი), რომელსაც უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი მოწოდების ფუნქცია (ცივი და ცხელი) და რომელიც თავსებადი უნდა იყოს შემოთავაზებული სასმელი წყლის ბალონებთან;
- მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ დამონტაჟებული აპარატის (დისპენსერების) გამართული მუშაობა;
- შესყიდვის ობიექტის რაოდენობა არის სავარაუდო (შემსყიდველს არ აქვს ვალდებულებაუზრუნველყოს რაოდენობის სრულად ათვისება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში);
- წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს სასმელი წყლისათვის განსაზღვრულ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ნორმებს, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული წყლის ხარისხის/შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ლაბორატორიული დასკვნა;
6. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად,სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, თანდართული ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 ოქტომბერი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი:
შორენა თავაძე
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 41100000 ბუნებრივი წყალი