ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24030 - ტენდერი ციფრული მარკეტინგის მომსახურების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვიანი“ და სს „საქართველოს კლინიკები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში ციფრული მარკეტინგის მომსახურების, შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ვიანი“, შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“, შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, სს „საქართველოს კლინიკები“, სს „ემერჯენსი სერვისი“, სს „პედიატრი“; 

1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 15 ოქტომბრის  18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - სატენდერო წინადადებების მიღება: 15 ოქტომბერი 2024 წ.
    - გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 22 ოქტომბერი 2024 წ.
    - ხელშეკრულების გაფორმება: 29 ოქტომბერი 2024 წ.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შესყიდვის ობიექტი: სს „ვიანი“ და სს „საქართველოს კლინიკები“ - ციფრული მარკეტინგის მომსახურების შესყიდვა.

  • ციფრული მარკეტინგის მომსახურების შესყიდვაზე.
  • ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5 და დანართში #5.1- ხარჯთაღრიცხვებში. (ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).
  • მომსახურების აღწერა - იხილეთ “Digital Brief” ფაილი დეტალური ინფორმაციისთვის
  • ვიანის ყველა ჰოსპიტალს, ემერჯენსი სერვისს და პედიატრს ჭირდება ინდივიდუალური მართვა, ხოლო საქართველოს კლინიკებს ერთიანი მართვა.

 დამატებითი ინფორმაცია:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას 1 წლის ვადით.
  • ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშწორებით ლარში, ჩარიცხვის დღეს არსებული ეროვნული კურსის მიხედვით.
  • ანგარიშწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის საფუძველზე 1 (ერთ) თვიანი კონსიგნაციის გათვალისწინებით.  

2. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი
  • მომსახურების  ფასი
  • მომსახურების პირობა
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

3. შემსყიდველის ვალდებულებები:

შემსყიდველის ვალდებულებებია:

ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;

4. კონტრაქტორის ვალდებულებები:

კონტრაქტორის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • სატენდერო დოკუმენტებისა და მისაწოდებელი პროდუქციის ხარისხზე;

5. დოკუმენტაცია:

მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:

მიღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.

6. სატენდერო წინადადება:

 სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, მსგავსი პროფილის სამუშაოებზე აქცენტირებით, მომსახურების განხორციელების ვადებისა და ბიუჯეტების მითითებით;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილი
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი ხარჯთაღრიცხვა ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ს და დანართი #5.1-ის სახით; ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

7. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

8. კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

9. სატენდერო წინადადების წარდგენა:

ნფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ოქტომბრის 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითზვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ: 

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Nonmedical_procurements@vian.health

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითზვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:

ანა არქანია
ელ. ფოსტა
: Nonmedical_procurements@vian.health
მობ: 591 948 277

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 ოქტომბერი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა