ჩაბარების ვადა:
9 ოქტომბერი 2024, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T24032 - ტენდერი ზამთრის საბურავების შესყიდვა/მონტაჟზე
ელ. ტენდერი
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
ტენდერის აღწერილობა:
სს. ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს ზამთრის საბურავების შესყიდვა/მონტაჟზე,ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის და (დანართი #2)-ის შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1)
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- მომწოდებელმა საბურავების მოწოდება უნდა უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით, დანართი #2-ით განსაზღვრულ ქალაქებში, თანმდევი მომსახურებით (არსებულის მოხსნა, ახლის დაყენება, ბალანსირება);
- მოწოდებული საბურავი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე არ უნდა განიცადოს დეფორმაცია, უნდა ექვემდებარებოდეს ბალანსირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მომწოდებელმა საბურავ(ებ)ი უნდა შეცვალოს იდენტური პარამეტრების მქონე ახალი საბურავ(ებ)ით;
- შემოთავაზებულ საბურავებზე მითითებული უნდა იყოს სეზონის შესაბამისი მარკირება;
- შემოთავაზებული საბურავები უნდა იყოს არანაკლებ 2024 წლის გამოშვება, რასაც უნდა ადასტურებდეს საბურავზე მარკირება.
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში.
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 9 ოქტომბერი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: N/A;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
დოკუმენტაცია
დანართი #1 (ფასები)
დანართი #1 (ფასები)
დანართი #2 (მისამართები)
დანართი #2 (მისამართები)
დანართი #3 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი #3 (ხელშეკრულების შაბლონი)
სატენდერო განცხადება-ზამთრის საბურავების შესყიდვა-მონტაჟი
სატენდერო განცხადება-ზამთრის საბურავების შესყიდვა-მონტაჟი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა