ჩაბარების ვადა:

8 ოქტომბერი 2024, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T24033 - ტენდერი სადაზღვევო პროდუქტების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დოკუმენტი - ,,NDA-PASHA-Insurance-Company-GEO-2024".

ტენდერის აღწერილობა:

სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს სადაზღვევო პროდუქტების შესყიდვაზე:

  • Bankers’ Blanket Bond Insurance (BBB)
  • Electronic & Computer Crime Insurance

ჩვენ შესახებ:  

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის: 

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. 
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 

ტენდერი წარმოდგენილია ორ ეტაპად:

I. შერჩეულ პრეტენდენტებს დაეგზავნებათ სატენდერო დოკუმენტაცია. ტენდერში მონაწილე მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • ხელმოწერილი კონფიდენციალურობის შეთანხმება (NDA, თანდართულია)
  • ხელმოწერილი დანართი #2 და #3 (თანდართულია)
  • დამატებითი ინფორმაციის ფორმა (უნდა წარმოადგინოს სადაზღვევომ)

II. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე:

  • სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები, გადახდის სქემა)
  • სარეკომენდაციაო წერილებ (სასურველია 3, ბოლო 1 წლის გაცემული)
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
  • სადაზღვევო ხელშეკრულების სამუშო ვერსიას (დრაფტი).

ჯამური სადაზღვევო აგრეგირებული ლიმიტი ორივე პროდუქტისთვის 1,500,000 აშშ დოლარი.

სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება.

შეფასების კრიტერიუმებია:

  • შემოთავაზებული ფასი
  • პირობები 

სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:

I-ეტაპზე წარმოსადგენი საბუთების ბოლო ვადა: 8 ოქტომბერი, 2024წ. 15:00 საათი

II-ეტაპზე სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი, 2024წ. 15:00 საათი 

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:

ანა ქავთარაძე

შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები