8 ოქტომბერი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T24039 - აუქციონი აბაშაში, თავისუფლების ქუჩაზე არსებულ ობიექტში საქართველოს ბანკის სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
აუქციონის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს აბაშაში თავისუფლების ქუჩაზე არსებულ ობიექტში საქართველოს ბანკის სერვის ცენტრის რემონტზე.
ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა- იხილეთ მიმაგრებულ პროექტში დანართი N1
სარემონტო სამუშაოების დასრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება კონტრაქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 2.5 თვის განმავლობაში.
პრეტენდენტმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი ბანკთან შესათანხმებლად უნდა წარმოადგინოსტენდერში გამარჯვებაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 300 000 ლარის ანალოგიური სამუშოების შესრულების გამოცდილება, რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
შესრულებული სამუშაოს გარანტია:
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.
სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს ბანკთან.
საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე სახელშეკრულებო ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2.5% , რომლის საბოლოო გადახდა მოხდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ შემსრუებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან
ბანკის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საავანსო საბანკო გარანტია და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია კონტრაქტის მთლიანი ღირებულიბის 5%-მდე.
ბანკი უფლებამოსილია გამარჯვებულ კომპანიას მოსთხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა.
ანაზღაურების პირობა:
ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაეობის შესაბამისად, შემსრულებელი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი და ბანკის მიერ დადასტურებელი ფორმა 2-ების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დამატებითი/გაუთვალისწინებელი სამუშაოს გამოკვეთის შემთხვევაში, შემსრულებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ცვლილების აქტი და შესაბამისი განფასება.
პრეტენდენტის წარმოსადგენი დამტებით დოკუმენტაცია:
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
- გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
შენიშვნა:
- პრეტენდენტებმა დანართი N1 -არსებულ რესურსულ ხარჯთაღრიცხვაში უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი და/ან მარკა/მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- „ჯამური სატენდერო ფასი“ ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს სისტემაში. „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს.
- ფასების ცხრილში ტენდერის მონაწილემ ცალკე უნდა დააფიქსიროს მოგებისა და ზედნადები ხარჯის პროცენტები.
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს სამუშოების მოცულობა და რიცხოვნობა, რამაც ერთეულის ფასებზე არ უნდა იქონიოს გავლენა გაზრდის მიმართულებით თუ შემცირებული სამუშაოს ღირებულება არ აღემატება სამუშაოების მთლიანი ღირებულების 10%-ს
- ბანკის პოზიციებში მიმწოდებელმა უნდა ჩაწეროს მხოლოდ ხელობის ღირებულება- გენერატორი და UPS წამორადგენს სრულად ბანკის პოზიციას და არის მათ შორის ხელობა განსაფასებელი.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 8 ოქტომბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
- ფასის კლების ბიჯი: 2000 ლარი
- შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 291 000 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტექნიკურ საკითხებე დაუკავშირდით:
გიორგი ნონიკაშვილი
593 451 557
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები