ჩაბარების ვადა:

25 ოქტომბერი 2024, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24077 - ტენდერი ინვენტარის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/

https://georgia.charita.cz/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების სერვისების გაუმჯობესება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია წინამდებარე შესყიდვის განხორციელება.  

CCRG იწვევს დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. ინვენტარის დეტალური სპეციფიკაცია მოცემულია წინამდებარე განცხადების შესაბამის დანართში.

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:

  • დანართი 1. განაცხადის ფორმა;
  • დანართი 2. შემოთავაზება;
  • დანართი 3. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა 

დამატებითი/გასაცნობი დოკუმენტაცია:

  • დანართი 4: ინვენტარის ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • დანართი 5: ხელშეკრულების ნიმუში.

ინვენტარის მოწოდების ადგილი: ქ.თბილისი, რუსთავი, დუშეთი, ჭიათურა, გარდაბანი

ინვენტარის მოწოდებისა და ინსტალაციის ვადა: 2024 წლის 15 დეკემბერი.

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს - „ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავებადა ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები. 

განაცხადის გაკეთების პროცედურები 

სატენდერო წინადადება - სავალდებულო/წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
  • შემოთავაზება - შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
  • დანართი N3 - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა, შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით (PDF ფორმატში);
  • მონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან;
  • ინვენტარის ტექნიკური მახასიათებლები (დოკუმენტაცია, ხარისხის სერტიფიკატები ა.შ.)

Შენიშვნა: განაცხადები მიიღება, როგორც მთლიან ინვენტარზე, ასევე ცალკეულ პოზიციებზე.

განაცხადის გაკეთების ვადა და შერჩევის პროცედურა:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 25 ოქტომბერი, 15:00 საათზე (საქართველოს დროით).

წინადადება უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz

გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს მოეთხოვებათ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფიზიკურად მოწოდება;

არასრული (დოკუმენტაციის თვალსაზრისით) განაცხადები არ განიხილება.

წინადადების შეფასების კრიტერიუმები:

  • წინადადების ღირებულება - 35%
  • ინვენტარის ხარისხი და შესაბამისობა დამკვეთის მოთხოვნებთან - 35%
  • ინვენტარის მოწოდების ვადები - 30%

შენიშვნა:

  • CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.
  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეული აპლიკანტები ინტერვიუზე მოიწვევიან ტენდერის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში.
  • CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი.

ტენდერის კატეგორია:

  • 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები
  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები