ჩაბარების ვადა:

17 ოქტომბერი 2024, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24090 - ტენდერი გამოუყენებელი, საწყობში არსებული უხმარი პოლიეთილენის მილებისა და პოლიეთილენის მასალის რეალიზაციაზე/გაყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, განახლებულია დანართი 1 და დანართი 2.
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) გამოუყენებელი, საწყობში არსებული უხმარი პოლიეთილენის მილებისა და პოლიეთილენის მასალის რეალიზაციასთან/გაყიდვასთან დაკავშირებით.  

1.2  საქონლის ჩამონათვალი: 

გამოუყენებელი, საწყობში არსებული სარეალიზაციო პოლიეთილენის მასალის დეტალური  დასახელება, რაოდენობა და ლოკაცია მოცემულია დანართ N1-ის სახით. 

სარეალიზაციოდ გამოტანილი პოლიეთილენის მასალის უმეტესობა არის დანიშნულების მიხედვით გამოყენებადი, ხოლო მცირე პროცენტი არის GWP-თვის  გამოუსადეგარი მისი პირვანდელი დანიშნებისათვის. სარეალიზაციო საქონელი ძირითადი ნაწილი გამოყენებადია, როგორც მისი პირველადი დანიშნულებისათვის, ასევე, სრულად ექვემდებარება გადამუშავებას და გამოყენებადია როგორც ნედლეული.

ყველა მასალა არის იმპორტირებული და ძირითადად არის Firat-ის ბრენდის.

ვიზუალიზაციისათვის თან ვურთავთ ფოტომასალას. (იხილეთ თანდართულ ფაილში)

1.3 განფასება

  • პრეტედენტებმა უნდა წარმოადგინონ ფასები ლარში, დღგ-ს ჩათვლის. წარმოდგენილი უნდა ფასი პრეტენდერნტის ტრანსპორტირებით და ყველა გადასახადის ჩათვლით.
  • ტენდერი განიხილება 5 ლოტად. მონაწილე კომპანიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს როგორც ყველა ლოტზე, ასევე თითო ლოტზე სრულად.
  • უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიას, რომელიც ყველა ლოტით მიიღებს მონაწილეობას.

1.4 საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) მოქმედების ვადა:

პრეტენდერნტის მიერ დანართ N2-ში მითითებული უნდა იყოს საორიენტაციო პერიოდი საქონლის შესყიდვის შემდეგ საქონლის გატანასთან დაკაშვირებით.

1.5 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

სარეალიზაციო პოლიეთილენის მასალის გატანა უნდა მოხდეს დანართ N1-ში მითითებული მისამართებიდან წინასწარ შეთანხმებული და შედგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო წინასწარი ანგარიშსწორების წესით. 

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • შემოთავაზებული ფასები და დეტალურად შევსებული ინფორმაცია დანართი N2-ის შესაბამისად.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

1.9 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 17 ოქტომბერი, 16:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: ქეთი კანდელაკი 
მის.: საქართველო, თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); +995 599192500 

ფიზიკურად საქონლის შეფასებისათვის და დეტალების დასაზუსტებლად საკონტაქტო პირი: 

საკონტაქტო პირი: დავით სულავა
მის.: საქართველო, თბილისი, წყალსადენის ქ 7 
ელ. ფოსტა: dsulava@gwp.ge
ტელ: +995 577 10 30 55

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 ოქტომბერი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა