ჩაბარების ვადა:

21 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24100 - ტენდერი ქონებისა და საავტომობილო დაზღვევის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ქონების და საავტომობილო დაზღვევა.

საავტომობილო დაზღვევა:

  • დასაზღვევი ავტომანქანის რაოდენობა: 71 ერთეული
  • დასაზღვევი მანქანების ჩამონათვალი: იხილეთ დანართი #1-ში
  • პოლისის გააქტიურების ვადა: 2024 წლის დეკემბერი
  • სადაზღვევო რისკები:
    - მანქანის ნაწილობრივი დაზიანება
    - მანქანის სრული ზიანი
    - მძღოლის ზიანი
    - მესამე პირის ზიანი
    - მანქანის ევაკუაცია
  • ფრანჩიზა: 0%
  • ცვლილებების მართვა: წლის განმავლობაში ავტოპარკში ავტომანქანების დამატების შემთხვევაში დაზღვევა უნდა მოხდეს კონტრაქტის პირობების მიხედვით.
  • უფლებამოსილი მძღოლები: კომპანიის ყველა თანამშრომელი, რომელიც არის არანაკლებ 21 წლის, ფლობს შესაბამისი კატეგორიის ავტოტრანსპორტის მომქედ მართვის მოწმობას და გააჩნია მართვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.(*თანამშრომელი - შპს ორ ნაბიჯთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელსაც გაფორმებული აქვს შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულება).
  • ავტო ასისტანსი: 24/7

ქონების დაზღვევა:

  • დასაზღვევი ქონება: სასაწყობე ტერიოტირა
  • დასაზღვევი ობიექტების ჩამონათვალი: იხილეთ დანართი #2-ში
  • პოლისის გააქტიურების ვადა: 2024 წლის დეკემბერი
  • ხელშეკრულების ვადა: 1 წელი
  • სადაზღვევო რისკები:
    - კონსტრუქციული ელემენტები
    - შიდა მოპირკეთება, რემონტი
    - მანქანა დანადგარები, საწარმოო მოწყობილობები
    - სასაქონლო მარაგები
  • ფრანჩიზა: 0%
  • ქოლ ცენტრი: 24/7

ავტომობილებისა და ქონების ღირებულებები კონფიდენციალურია და გადმოგიგზავნით მხოლოდ დაინტერესებულ კომპანიებს.გთხოვთ ღირებულებების მისაღებად დააფიქსირეთ თქვენი დაინტერესება ტენდერთან დაკავშირებით შემდეგ ელ. ფოსტაზე: Tenders@orinabiji.ge

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ ძირითადი ქვეკონტრაქტორების სია (როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო მანქანებისათვის), რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის შემთხვევაში შეაფასებს და საჭიროების შემთხვევების შეაკეთებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge  2024 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია(სასურველია რეკომენდატორების მითითება).

შენიშვნები:page2image45139584

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

რეკვიზიტები:

საკონტაქტო პირი: გიორგი ახალაია
ტელეფონი: +995 591 967 410
E-mail: Giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები