ჩაბარების ვადა:

6 დეკემბერი 2024, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T24119 - ტენდერი შესყიდვების და ძირითადი საშუალებების მართვაზე პროგრამული უზრუნველყოფილს შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დოკუმენტი - ,,RFP -integrated". ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა: 6 დეკემბერი, 16:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს:  შესყიდვების და ძირითადი საშუალებების მართვაზე პროგრამული უზრუნველყოფილს შესყიდვაზე.

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ტენდერის მოთხოვნები:

პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი; 
  • ტექნიკური სპეციფიკცია. 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
  • შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • საგარანტიო პირობები.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 6 დეკემბერი 2024 წელი 16:00  საათამდე.

ტექნიკურ/ტენდერის  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ: 

თამარ განუგრავა 
პროექტების მართვის და ბიზნესის მხარდაჭერის ქვეგანყოფილება
.. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1212)
E-mail: tamar.ganugrava@procredit-group.com

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
.. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)
E-mail: ruben.kazarov@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48400000 საქმიანი გარიგებებისა და პირადი საქმეების მართვის პროგრამული პაკეტები
  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები