ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2414 - ტენდერი ეკონომაიზერის დამზადებასა და სამონტაჟო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ: ეკონომაიზერის დამზადებასა სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე # 06/04-SAQN-P/ECO-17

მომსახურების აღწერა:

  • სამუშაოების შესრულების ადგილმდებარეობა: ტყიბულის თესი, ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13;
  • ქვაბის ტიპი: У-35-39/440 ВЦКС(ФКС);
  • სამუშაოები შესრულდება დამკვეთის მასალით;
  • შესასრულებელი სამუშაოების ზოგადი აღწერა:
    - არსებული ეკონომაიზერის დემონტაჟი;
    - ახალი ეკონომაიზერის დამზადება;
    - ახალი ეკონომაიზერის მონტაჟი.

სამუშაოების დეტალური აღწერა და ეკონომაიზერის ნახაზები, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში.

შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებული პირები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ მისამართზე ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და არსებული სიტუაციის შესასწავლად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ, დამკვეთის, სამუშაოსა და კონტრაქტის ღირებულების მითითებით;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ჯამური თანხა უნდა შეიცავდეს ყველანაირ ხარჯს, რაც დაჭირდება სამუშაოების შესრულებას.
  • სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალების ჩამონათვალი;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

საკვალიფიკაციო და სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;

  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge;  საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: ზურაბ მინდელი. საკონტაქტო ნომერი: 599 50 41 40.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 20 აპრილი, არაუგვიანეს 17:00 საათისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები