ჩაბარების ვადა:

20 ოქტომბერი 2024, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24140 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის ქარხნის #3 წისქვილის ძრავის სექციების შეცვლის სამუშაოზე

ტენდერის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის ცემენტის ქარხნის #3 წისქვილის ძრავის სექციების შეცვლის სამუშაოზე.

კასპის ქარხანაში გვაქვს ოთხი ცემენტის წისქვილი და შესაბამისად გვაქვს 4 სინქრონული ძრავი.

დაზიანდა  #3 წისქვილის მთავარი ძრავის, cдм32-22-41-60 2000 kW, 100 RPMსექციები, რის გამოც მოგვიწია რამდენიმე სექციის გაუქმება. ამ ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს ძრავის ყველა სექციის  შეცვლა ახლით, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს საწყობში(კომპლექტი) .

ჰაიდელბერგ ცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე საქართველოში და წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხილ მწარმოებელს. ქვეყნის მაშტაბით კომპანიას ყავს 600-ზე მეტი დასაქმებული. 

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • 3 წისქვილის მთავარი ძრავის დაზიანებული სექციების შეცვლა.
  • წისქვილის ძრავის დაშლა სექციების შესაცვლელ კონდინციამდე.
  • სექციების ამოღება.
  • ახალი სექციების ჩალაგება
  • შეღებვა, გალაკვა
  • სქემის შეკვრა
  • ძრავის სატესტო გაშვება და ელექტრული გაზომვები

დამკვეთი, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია, კონტრაქტორს უზრუნველყოფს ძრავის ახალი სექციებით

შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოს შესასრულებლად იქონიოს ყველა საჭირო სახარჯი მასალა.

შემსრულებელმა ძრავის რემონტის შესრულებისას უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები, ეტაპების მიღების ოქმები და ყველა სხვა ადგილობრივი კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტი, ძრავის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოს ხარისხიანად და დათქმულ ვადებში შესრულებაზე.

აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს: 

კომპანიის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალს.

დეტალურ კომერციულ წინადადებას, მოწოდებული ნიმუშის მიხედვით.

სამუშაოების შესრულების დეტალურ გეგმაგრაფიკს 

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
  • გადახდის პირობები: ეტაპობრივად, შუალედური მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე.
  • ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 20.10.2024 – 12:00 საათი, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე:21 ალ. ყაზბეგის გამზირი, 0160 თბილისი, საქართველო.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ვლადიმერ სურგულაძე
+995 595 810 505
Vladimer.surguladze@cement.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ივანე ჯავახიშვილი
+995 593 49 96 69
ivane.javakhishvili@cement.ge 

ტატო მეშველაშვილი
+995 577 50 38 92
tato.meshvelashvili@cement.ge 

ვანიკო ტყემალაძე
+995 598 67 17 77
vaniko.tkemaladze@cement.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები