ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2024, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24154 - ტენდერი ავტომობილის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) აცხადებს ტენდერს ავტომობილის შესყიდვაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: 

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/

https://georgia.charita.cz/

CCRG იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (კომპანიები და ფიზიკური პირები) მონაწილეობის მისაღებად ტენდერში ავტომობილის შესყიდვაზე.  

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:

  • დანართი 1. განაცხადის ფორმა (ქართულ-ინგლისური);
  • დანართი 2. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა.

განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ავტომობილის ტექ. პასპორტი;
  • ავტომობილის ფოტოსურათები (მათ შორის კილომეტრაჟის ამსახველი), ასევე ე.წ. VIN კოდი;
  • ავტომობილის დაზღვევის დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

შეფასების კრიტერიუმები:

  • ფასი - 35%
  • გამოშვების წელი/ტექნიკური მდგომარეობა - 35%
  • გარბენი - 30% 

შენიშვნა: შემოთავაზებული ავტომობილის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 37 500 ლარს.

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს - „ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავებადა ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები. CCR დიდ ყურადღებას მიაქცევს ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 05 ნოემბერი, 15:00 (საქართველოს დროით).

წინადადება: დანართები 1 (ქართულ ენაზე შევსებული) და 2, ასევე დამატებითი დოკუმენტაცია - PDF ფორმატში, ელექტრონულად უნდა იქნას გამოგზავნილი ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz არასრული და დაგვიანებით გამოგზავნილი წინადადებები არ განიხილება.

შენიშვნა:

  • CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.
  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. Შერჩეულ განმცხადებლებთან დაკავშირება მოხდება ტენდერის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში.
  • CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს განმცხადებლებს, რომლებთან დაკავშირება არ მოხდება.

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები