ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2024, 16:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T24250 - ტენდერი კომპიუტერის კვების ბლოკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპიუტერის კვების ბლოკის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
კომპიუტერის კვების ბლოკი - 12V, 500W 1100


მახასიათებლები

დასახელება: კვების ბლოკი 12 V
ტიპი ATX 12V V2.4
განზომილება 150×140×86mm (W x L x H)
გამომავალი სიმძლავრე 500W
შემავალი ძაბვა 220V


მოწოდების ვადა

მოწოდება უნდა განხორციელდეს 11 ეტაპად - 2024-2025 წლებში

  • 2024 ნოემბერი - 100 ცალი
  • 2025 იანვარი - 100 ცალი
  • 2025 თებერვალი - 100 ცალი
  • 2025 მარტი - 100 ცალი
  • 2025 აპრილი - 100 ცალი
  • 2025 მაისი - 100 ცალი
  • 2025 ივნისი - 100 ცალი
  •  2025 ივლისი - 100 ცალი
  • 2025 სექტემებრი - 100 ცალი
  • 2025 ოქტომბერი - 100 ცალი
  • 2025 ნოემბერი - 100 ცალი

მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მოწოდება/დასაწყობება მითითებულ ლოკაციაზე.

ანაზღაურება:

თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.

სატენდერო პირობები ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;

დანართი N2- ფასების ცხრილი

  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;

დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 31/10/2024 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ოქტომბერი, 16:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 ოქტომბერი 2024 დრო 16:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა