
8 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24255 - ტენდერი აპლიკაციის წარმადობის მონიტორინგისთვის (APM) პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, აპლიკაციის წარმადობის მონიტორინგისთვის (APM) პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა:
2024 წლის 8 ნოემბერი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულკონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სს „ქართუ ბანკი“ (ტენდერის დასახელება - აპლიკაციის წარმადობის მონიტორინგისთვის (APM) პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.
საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
- შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინფრასტრუქტურის მონიტორინგი (Infrastructure Monitoring)
- აპლიკაციებისა და მიკროსერვისების მონიტორინგი (Applicatons & Microservices)
- აპლიკაციის უსაფრთხოება (Application Security)
- ციფრული გამოცდილება (Digital Experience)
- ბიზნეს ანალიტიკა (Business Analitics)
- ღრუბლობანი პროცესების ავტომატიზაცია (Cloud Automation)
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.cartubank.ge/index.php?m=464
საკონტაქტო პირი საორგანიზაციო საკითხებზე:
მარიამ ლეჟავა
მობილური ნომერი: (+995) 591218000, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (600)
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე:
გიორგი ტერ-ნერსესოვი
მობილური ნომერი: (+995) 599 888 887, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (444)
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები