4 ნოემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T24272 - ტენდერი კაბელ მენეჯმენტის და წებვადი სამაგრის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კაბელ მენეჯმენტის და წებვადი სამაგრის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
კაბელ მენეჯმენტი (დიამეტრი 25 მმ.) | 400 მეტრი |
ცალუღის წებვადი სამაგრი 20*20 SQ0516-0001 TDM (მაღალი ხარისხის 100 ცალიანი შეფუთვა) | 100 შეკვრა |
მახასიათებლები
კაბელ მენეჯმენტი:
- დასახელება: კაბელ მენეჯმენტი
- ზომა: შიდა დიამეტრი 25მმ, კედლის სისქე 1.5-2მმ
- მასალა: PVC (პოლივინილქლორიდი) ან PE (პოლიეთილენი)
- დრეკადობა: საშუალო
- დაცვა: UV დამცავი, თვითჩამქრობი, ტემპერატურული მდგრადობა: -5°C-დან +60°C-მდე
- დაცვის კლასი: IP44 (მინიმალური), UV გამძლეობა, კოროზიამედეგი
ცალუღის სამაგრი:
- დასახელება: ცალუღის სამაგრი (უნაგირი)
- ზომები: სიგრძე 20მმ, სიგანე 20მმ, წებვადი ფუძის ზომა 20x20მმ
- მასალა: პოლიამიდი 6.6
- წებოს ტიპი: აკრილის ბაზაზე
- დაცვა: UV სტაბილიზირებული
- ტემპერატურული დიაპაზონი: -20°C-დან +60°C-მდე
გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება.
მოწოდება:
მოწოდება - 1 ეტაპად, 2025 წლის იანვარში
ანაზღაურება:
თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 04/11/2024 15:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 4 ნოემბერი, 15:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
შალვა კენჭოშვილი
ტელ: +995 599 278797
ტენდერის კატეგორია:
- 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები