
4 ნოემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
შეწყვეტილი
E
ელ. ტენდერი
T24282 - აუქციონი Apple MacBook Pro-ს მარაგის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: თიბისი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 100.00 $
- მონაწილეობის დაწყება: 4 ნოემბერი 2024 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 ნოემბერი 2024 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. „თიბისი ბანკი“ გიწვევთ ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ (ატვირთოთ) სატენდერო წინადადება მოცემული დანართების მეშვეობით (სრულად შევსებული, ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული, დასკანირებული ან PDF).
- ტენდერის შემდგომ დაზუსტების მიზნით მოწოდებული ყველა ტიპის ინფორმაცია (მათ შორის ელექტრონული სახით) ითვლება წინადადების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად.
- გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ფასს და შემოთავაზებული საქონლით დააკმაყოფილებს გამოცხადებულ ტექნიკურ პარამატრებს (იხ. სატენდერო დანართი N1).
- მომწოდებელი ვალდებულია სატენდერო დანართ N1-ში თავიდანვე მიუთითოს ზუსტი მოდელი და სპეციფიკაცია. დაუშვებელია შეუვსებელი გრაფით ან ორი ან მეტი ალტერნატივით ვაჭრობა.
- მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ელ. ფოსტით, მისამართზე Procurement@Tbcbank.com.ge
- ბანკის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში (მხოლოდ ერთი სატენდერო განაცხადი და ა.შ.), რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე;
სპეციალური პირობა:
- იმ შემთვევაში თუ მოწოდებული საქონლის ჯამური რაოდენობის 10% ან მეტი აღმოჩნდება
- წუნდებული, მომწოდებელმა უნდა ჩაანაცვლოს აღნიშნული ტიპის სახარჯი მასალების მთელი პარტია.
- შემოთავაზებულ საქონელზე უნდა გვრცელდეს მინიმუმ 1 წლიანი გარნტია.
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ინვენტარის საწყობამდე მოტანა და დასაწყობება (იგულისხმება ტექნიკის საწყობის სივრცეში შეტანა და არა მათი დალაგება).
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ტენდერის ეტაპზე ბანკის მოთხოვნის საფუძველზე წარმოადგინოს მომოვალში მოსაწოდებელი ტექნიკის ნიმუშები.
- შემოთავაზებული პროდუქცია უნდა შეასაბამებოდეს გარემოს დაცვით სტანდარტებს: ISO14001 ან EMAS. ასევე FSC, PEFC, CE ან სხვა მსგავსი ეკო-ეტიკეტირება.
ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები და საქონლის დეტალური განფასება (სატენდერო დანართი N1);
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ (სატენდერო დანართი N2);
- სრულად შევსებული KYP ფაილი (ექსელის ფორმატში) - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ;
- ხელმოწერილი და დასკანერებული აფიდავიტის ფორმა;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში - ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არსებობა/არ
- არსებობის შესახებ (მიმდინარე მდგომარეობა);
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 4 ნოემბერი, 15:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 100 დოლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: იოსებ გოლუბიანი 595 117 755 IGolubiani@Tbcbank.com.ge
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით: ვახტანგ ქიტუაშვილი 599 88 45 30 Vkituashvili@Tbcbank.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
დოკუმენტაცია
მოგესალმებით, როგორ იცით გამოვიდა ახალი მოდელი მაკის მ4 პროცესორზე და შესაბამისად მ3 აღარ არის წარმოებაში და არც ადგილზე არარის მითითებული რაოდენობა და მოდელი , გთავაობთ ალტერნატივას განახლებულ ვერსიას და რომ მითხღათ რომელი მოდელი იქნება თქვენთვის მისაღები იქიდან გამომდინარე რომ საბაზისო რამი შეიცვალა და ასევე 36გბ აღარ არის და არის 24/ და 48გბ ასევე გიგზავნით განახლებულ მოდელებს : 14-inch MacBook Pro: Apple M4 Pro chip with 12‑core CPU and 16‑core GPU, 24GB Ram 512GB SSD 14-inch MacBook Pro: Apple M4 Pro chip with 12‑core CPU and 16‑core GPU, 48GB Ram 512GB SSD - Space Black 16-inch MacBook Pro: Apple M4 Pro chip with 14‑core CPU and 20‑core GPU, 24GB Ram 512GB SSD 16-inch MacBook Pro: Apple M4 Pro chip with 14‑core CPU and 20‑core GPU, 48GB Ram 512GB SSD
მოგესალმებით. გაცნობებთ, რომ მწარმოებლის მიერ პროცესორის სამოდელო რიგის განახლების გათვალისწინებით დასაშვები იქნება m4 პროცესორის შემოტავაზებაც, შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით - ბანკთან შეთანხმებით (დაუკავშირდით იოსებ გოლუბიანს +995 514944040). ბანკი უფლება სიტოვებს შესაძლებლობის შემთხვევაში განიხილოს და შეისყიდოს გამოცხადებული M3 პროცესორიანი მოდელები.