ჩაბარების ვადა:

11 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24288 - ტენდერი თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე ვიტრინების და სარეკლამო აბრის წმენდის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს  თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე ვიტრინების და სარეკლამო აბრის წმენდის მომსახურებაზე;

მომსახურების აღწერილობა:

თბილისში:

ვიტრინების დასუფთავება გარედან მინ. თვეში 3-ჯერ, შიდა მხრიდან მინ. თვეში 2-ჯერ, აბრების წმენდა მინ. თვეში ერთხელ.

რეგიონებში:

ვიტრინების დასუფთავება გარედან მინ. თვეში 2-ჯერ, შიდა მხრიდან მინ. თვეში ერთხელ, აბრების წმენდა მინ. თვეში ერთხელ. 

დღეისათვის კომპანიას გააჩნია 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში, რომელთა რიცხვიც ყოველთვიურად იზრდება.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • საფასური უნდა ითვალისწინებდეს ზემოთ ჩამოთვლილი სრული მომსახურების ფასს 1 ობიექტზე;
  • არსებული კლიენტების სია
  • პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს არაგეგმიური ვიზიტის პირობები;
  • ფასის დაფიქსირები 1 წლის ვადით;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 ნოემბერი, 18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თამთა რურუა
საკონტაქტო ნომერი: 551 042 978
ელ.ფოსტა: tamta.rurua@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება